Terrapin

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„Terrapin“
სიმღერასიდ ბარეტი
ალბომიდან The Madcap Laughs
გამოსვლის თარიღი 3 იანვარი, 1970
ჩაიწერა 11 და 26 აპრილი, 1969
ჟანრი ფოლკ-როკი, ბლუზ-როკი
ხანგრძლივობა 5:04
ხმისჩამწერი ლეიბლი Harvest/EMI
Capitol Records (აშშ)
ავტორ(ებ)ი სიდ ბარეტი
პროდიუსერი მალკოლმ ჯოუნსი
An Introduction to Syd Barrett — სიმღერების სია

Terrapin“ — სიდ ბარეტის სიმღერა სადებიუტო სოლო ალბომიდან The Madcap Laughs. სიმღერის ვერსია, ჩაწერილი BBC-ის სესიებზე, წარმოდგენილია ალბომზე The Peel Session.[1] სიმღერაში ჟღერს აკუსტიკური და ელექტრონული გიტარები და ვოკალი.[2] ეს სიმღერა, ისევე, როგორც „Maisie“ და „Bob Dylan Blues“[3], ასახავს ბარეტის დაინტერესებას ბლუზური სტილისტიკით.[3] ესკიმოს იგის, ბარეტის ერთ-ერთი ნაცნობის აზრით, სიმღერა „საკმაოდ მიმზიდველია“.[4] სიდ ბარეტის მოყვარულთა საზოგადოებამ დააარსა საკუთარი ჟურნალი, რომელსაც „Terrapin“ ეწოდებოდა (იგი 1972–1976 წლებში გამოდიოდა). სიმღერა აგრეთვე შევიდა ლეიბლ Harvest Records-ის კომპილაციაში Picnic – A Breath of Fresh Air.

ჩაწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

The Madcap Laughs-ის 1969 წლის აპრილში ჩაწერისას ბარეტმა მალკოლმ ჯოუნსს, ალბომის პროდიუსერს, რამდენიმე დემო-ფირი მოასმენინა[5][6]. მოგვიანებით მან ჯოუნსს სიმღერები გიტარაზე თავად დაუკრა[6]. ერთ-ერთი, „Terrapin“, ჩაიწერა ერთ დუბლში, 11 აპრილს[7] წამყვანი გიტარის სოლო სიმღერა 26 აპრილს დაემატა[8].

სხვა ვერსიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმღერის საკუთარი ვერსიები შეასრულეს The Smashing Pumpkins-მა[9] Marc and the Mambas-მა,[10][11] The King Khan and BBQ Show-მა, ისევე, როგორც დევიდ გილმორმა (ვიდეო შეტანილია David Gilmour in Concert-ში).[12]

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სიდ ბარეტი – ვოკალი, გიტარები
  • მალკოლმ ჯოუნსი – პროდიუსერი

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მებეტი, ენდი. The complete guide to the music of Pink Floyd. Omnibus Press, 1995. ISBN 978-0-7119-4301-8. 
  2. ბრეკეტი, ნეითან; ჰორდი, კრისტიან (2004) The New Rolling Stone Album Guide. Simon & Schuster. ISBN 0-7432-0169-8. 
  3. 3.0 3.1 მენინგი, ტობი (2006). „The Early Years“, The Rough Guide to Pink Floyd, პირველი, ლონდონი: Rough Guides, გვ. 9. ISBN 1-84353-575-0. 
  4. ბლეიკი, მარკ. (21 იანვარი 2011) EXCLUSIVE: The Strange Tale Of Iggy The Eskimo. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-10. ციტირების თარიღი: 14 აგვისტო 2012.
  5. ჯოუნსი, მალკოლმ. (2003)The Making of The Madcap Laughs გვ. 4–5. Brain Damage.
  6. 6.0 6.1 ჯოუნსი, მალკოლმ. (2003)The Making of The Madcap Laughs. Brain Damage.
  7. ჯოუნსი, მალკოლმ. (2003)The Making of The Madcap Laughs გვ. 7. Brain Damage.
  8. ჯოუნსი, მალკოლმ. (2003)The Making of The Madcap Laughs. Brain Damage.
  9. პალასიოსი, ჯულიან (2010). „Home“, Syd Barrett & Pink Floyd: Dark Globe, Rev., ლონდონი: Plexus, გვ. 419. ISBN 0859654311. 
  10. პალასიოსი, ჯულიან (2010). „Home“, Syd Barrett & Pink Floyd: Dark Globe, რედ., ლონდონი: Plexus, გვ. 418. ISBN 0859654311. 
  11. მენინგი, ტობი (2006). „Pink Floyd tributes“, The Rough Guide to Pink Floyd, პირველი, ლონდონი: Rough Guides, გვ. 287. ISBN 1-84353-575-0. 
  12. პალასიოსი, ჯულიან (2010). „Home“, Syd Barrett & Pink Floyd: Dark Globe, რედ., ლონდონი: Plexus, გვ. 424. ISBN 0859654311. 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Terrapin&oldid=4586709“-დან