David Gilmour (ალბომი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
David Gilmour

სტუდიური ალბომი - დევიდ გილმორი
გამოცემის თარიღი 25 მაისი, 1978 (ბრიტანეთი)
17 ივნისი, 1978 (აშშ)
ჩაიწერა სტუდია SuperBear, საფრანგეთი, დეკემბერი 1977-იანვარი 1978
ჟანრი ბლუზ როკი
მძიმე როკი
პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 46:18 (ორიგინალური გამოცემა)
48:48 (2006 წლის გამოცემა)
ლეიბლი Harvest Records, EMI (ბრიტანეთი)
Columbia Records, Legacy/Columbia (აშშ)
პროდიუსერი დევიდ გილმორი
დევიდ გილმორი - ქრონოლოგია
David Gilmour
(1978)
About Face
(1984)
 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
Allmusic 2.5/5 stars [1]
Tentative Reviews 4.5/5 stars [2]

David Gilmour — ინგლისელი სიმღერების ავტორ და მუსიკოს დევიდ გილმორის პირველი სოლო ალბომი, რომელიც გამოვიდა ბრიტანეთში 1978 წლის მაისში. აშშ-ში იგი გამოიცა 1979 წელს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბომის პროდიუსერი და ყველა სიმღერის ავტორია დევიდ გილმორი.

ალბომი ჩაიწერა გილმორის ყმაწვილობის მეგობრებთან, ჯგუფების Joker's Wild/Flowers/Bullit წევრებთან - უილი უილსონთან (დასარტყმელები) და რიჩარდ უილისთან (ბას-გიტარა). ალბომის ჩაწერაში აგრეთვე მონაწილეობდნენ როი ჰარპერი (სიმღერის „Short And Sweet“ ტექსტი) და კარლენა უილიამსი (რომელიც ალბომზე Wish You Were Here დამატებით ვოკალს ასრულებს). დევიდი რამდენიმე გიტარაზე უკრავს, ასრულებს წამყვან ვოკალს და სოლოებს კლავიშებიან საკრავებზე. გარდა ამისა, ის პროდიუსერიც არის (ჯონ ეტჩელსის დახმარებით), ხოლო ხმის ინჟინერია ნიკ გრიფითსი, რომელიც იმ დროისთვის ცნობილი იყო Animals-ზე მუშაობით. ტექნიკური მხარდაჭერა ფილ ტეილორს ეკუთვნის.

დისკი ჩაწერილი იქნა სტუდიაში Super Bear, 1977 წლის დეკემბერში-1978 წლის იანვარში, ინჟინერ ჯონ ეჩელსის ხელმძღვანელობით. ხმის მიქსი განხორციელდა იმავე სტუდიაში, 1978 წლის მარტში, ინჟინერ ნიკ გრიფითსის დახმარებით. საგულისხმოა ტექნიკაც, რომელსაც დევიდი იყენებდა ჩაწერისას. ეს იყო იგივე აპარატურა, რაც Animals-ზე, მათ შორის: Pete Cornish-ის ეფექტი, Yamaha RA200-ს დინამიკები, საყვარელი გიტარა Stratocaster (შავი ფერის), Fender Esquire (1955), Gretsch Duo Jet (1950), Fender Stratocaster №0001 (1954), ფოლადის პედლიანი გიტარა Jedson, ფოლადის სიმებიანი აკუსტიკური გიტარები Ovation Legend და Martin და კიდევ ერთი Fender Stratocaster - 1959 წლის, 1969 წლის შავი Stratocaster-ის საკუთარი გრიფით.

ალბომის ერთადერთი სინგლია „There's No Way Out of Here“, რომელიც ევროპაში წარუმატებელი აღმოჩნდა, მაგრამ აშშ რადიოსადგურებმა მის მიმართ შესამჩნევი ინტერესი გამოიჩინეს. ამ სიმღერის ორიგინალური ვერსიის ავტორია ჯგუფი Unicorn (რომლის პროდიუსერიც იყო გილმორი). კომპოზიციის განსხვავებული ვერსია შეტანილია მის ალბომში Too Many Crooks (1976), სახელით No Way Out of Here.

ალბომში აგრეთვე უკრავენ Joker's Wild-ის, გილმორის ყოფილი ჯგუფის წევრები, რიკ უილისი და უილი უილსონი.

იმავე პერიოდში დაიწერა სიმღერა Comfortably Numb, რომელიც შეიტანეს პინკ ფლოიდის ალბომში The Wall. ინსტრუმენტულ სიმღერაში Raise My Rent გამოყენებულია გიტარის რიფი, რომელმაც მოგვიანებით გაიჟღერა სიმღერაში „What Do You Want from Me“. სიმღერის Short and Sweet განსხვავებული ვერსია შეტანილია როი ჰარპერის 1990 წლის ალბომში The Unknown Soldier. Short and Sweet-ში შეტანილი მუსიკალური ფრაგმენტები გამოყენებულია Run Like Hell-შიც (ფა-აკორდზე მანიპულირებით).[3]

ალბომის გარეკანი ეკუთვნის სტორმ თორგერსონის Hipgnosis-ს. წინა და უკანა მხარეს წარმოდგენილია დევიდი უილი უილსონთან და რიკ უილისთან ერთად. უკანა მხარეს გამოტანილი სურათი ასევე გამოყენებულია სინგლზე „There's no Way Out Of Here“. ალბომის შიდა გაფორმებაში გამოყენებულია ფოტოები იმავე პერიოდიდან. 2006 წლის გამოცემას ახლავს ვრცელი ბუკლეტი (რობ კარტერის დიზაინით), უფრო მეტი ფოტოსურათით, რომელთა შორის აგრეთვე არის დევიდის საკონცერტო სურათები (1977).

ალბომის რემასტერი გამოიცა 2006 წლის 14 აგვისტოს, ლეიბლის EMI მიერ. ამ ვერსიაში ყველა სიმღერა ორიგინალთან შედარებით უფრო ხანგრძლივია.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველა სიმღერის მუსიკის და ტექსტის ავტორია დევიდ გილმორი, გარდა აღნიშნულისა.

მხარე 1
# სახელწოდება ტექსტი ხანგრძლივობა
1. „Mihalis“ ინსტრუმენტული 5:46
2. „There's No Way Out of Here“ კენ ბეიკერი 5:08
3. „Cry from the Street“ გილმორი, ერიკ სტიუარტი 5:13
4. „So Far Away“   5:50
მხარე 2
# სახელწოდება ტექსტი ხანგრძლივობა
5. „Short and Sweet“ გილმორი, როი ჰარპერი 5:30
6. „Raise My Rent“ ინსტრუმენტული 5:33
7. „No Way“   5:32
8. „It's Deafinitely“ ინსტრუმენტული 4:27
9. „I Can't Breathe Anymore“   3:04

2006 წლის რემასტერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

David Gilmour-ის რემასტერი გამოიცა EMI Records-ზე, ევროპაში, 2006 წლის 14 აგვისტოს. ლეიბლებზე Legacy Recordings/Columbia Records იგი აშშ-სა და კანადაში 12 სექტემბერს გამოიცა. რამდენიმე სიმღერა მასში უფრო ხანგრძლივია, ვიდრე ორიგინალურ გამოცემაში.

# სახელწოდება ტექსტი ხანგრძლივობა
1. „Mihalis“ ინსტრუმენტული 5:55
2. „There's No Way Out of Here“ კენ ბეიკერი 5:20
3. „Cry from the Street“ გილმორი, ერიკ სტიუარტი 5:13
4. „So Far Away“   6:06
5. „Short and Sweet“ გილმორი, როი ჰარპერი 5:30
6. „Raise My Rent“ ინსტრუმენტული 5:47
7. „No Way“   6:12
8. „It's Deafinitely“ ინსტრუმენტული 4:27
9. „I Can't Breathe Anymore“   3:43

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დევიდ გილმორი – გიტარა, ვოკალი, კლავიშებიანი საკრავები, ლეპ-სტილ გიტარა, პროდიუსერი, გარეკანის დიზაინერი
  • რიკ უილისი – ბას-გიტარა
  • უილი უილსონი – დასარტყმელი საკრავები, პერკუსია
  • მიკ უივერი – ფორტეპიანო სიმღერაში „So Far Away“
  • კარლენა უილიამსი – ვოკალი სიმღერებში „There's No Way Out of Here“ და „So Far Away“
  • დები დოსი – ვოკალი სიმღერებში „There's No Way Out of Here“ და „So Far Away“
  • Hipgnosis – გარეკანი, ფოტოსურათები
  • სენგბუკ ნემი – რემასტერინგი
  • დაგ საქსი – რემასტერინგი (2006)

ჩარტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბომი„ბილბორდი“ (აშშ)

წელი ჩარტები პოზიცია
1978 პოპულარული ალბომები 29

სინგლები — „ბილბორდი“ (აშშ)

წელი სინგლი ჩარტები პოზიცია
1978 There's No Way Out of Here ჩარტებში არ მოხვედრილა -

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]