Boys and Girls — ბრიტანელი მომღერალ ბრაიან ფერის მეექვსე სტუდიური სოლო ალბომი. გამოვიდა 1985 წლის ივნისში E.G. Records-ზე. იგი იყო ფერის პირველი ალბომი შვიდწლიანი შესვენების შემდეგ და რიგით მეორე 1983 წელს Roxy Music-იდან წასვლის შემდეგ. იგი აგრეთვე იყო ბრაიანის პირველი და უკანასკნელი #1 ალბომი ბრიტანეთის ჩარტებში.[5] BPI-მ მას პლატინის სტატუსი მიანიჭა. ალბომში შეტანილია ორი სიმღერა, მოხვედრილი ბრიტანეთის საუკეთესო 40-ეულებში. იგი აგრეთვე არის აშშ-ში ფერის ყველაზე წარმატებული ალბომი, ოქროს სტატუსით, რომელიც მიენიჭა ამ ტერიტორიაზე გაყიდული მილიონი ასლისთვის.