როდესაც ქარი ქრის (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„როდესაც ქარი ქრის“
რეჟისორი ჯიმი მურაკამი
კომპოზიტორი როჯერ უოტერსი, დეივიდ ბოუი
მუსიკა როჯერ უოტერსი
მონტაჟი პიტერ რ. ჰანტი
დისტრიბუტორი Recorded Releasing
Kings Road Entertainment
პრემიერა

გაერთიანებული სამეფო:
24 ოქტომბერი 1986 პორტუგალია:
17 თებერვალი 1987
(ფანტასპორტოს კინოფესტივალი)
აშშ:
11 მარტი 1988

იაპონია:
25 ივლისი 1987[1][2]
ხანგრძლივობა 80 წთ.
შემოსავალი 5,274 აშშ დოლარი[3]

როდესაც ქარი ქრის“ — 1986 წლის ანიმაციური ფილმი, რომელიც ეფუძნება რეიმონდ ბრიგზის ამავე სახელწოდების გრაფიკულ კომიქსს. ფილმის რეჟისორია ჯიმი მურაკამი, ხოლო მთავარ როლებს ახმოვანებენ პეგი ეშკროფტი და ჯონ მილზი.

ტექნიკურად ფილმი ითავსებს ნახატ ანიმაციასა და სტოპ-კადრით გადაღებულ ეპიზოდებს. ჯიმი და ჰილდა, მთავარი გმირები, ნახატი პერსონაჟები არიან, მაგრამ მათი სახლის დიდი ნაწილი ნამდვილი ნივთებისგან არის შედგენილი.

ფილმში გამოყენებულია როჯერ უოტერსის და დეივიდ ბოუის მუსიკა. სპეციალური ალბომში, სახელწოდებით When the Wind Blows გამოიცა იმავე წელს.

სიუჟეტის მიხედვით, ორმა მოხუცმა ცოლ-ქმარმა არ იცის, თუ როგორც უნდა მოიქცეს ბირთვული ომის დროს. დაბომბვის შემდეგ ისინი რადიაციული დასხივების ქვეშ აღმოჩნდებიან და ნელი ტემპით კვდებიან, იხსენებენ რა თავის წარსულს.

გამოცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრიტანეთში ფილმი გამოიცა VHS ფორმატში CBS/Fox Video-ს მიერ. მოგვიანებით იგი ლაზერულ დისკზეც გამოვიდა. მას შემდეგ, რაც 1988 წლისათვის აშშ-ს მხოლოდ ერთ კინოთეატრში დემონსტრირების შედეგად მისმა შემოსავალმა 5,274 აშშ დოლარი შეადგინა, იგი ასევე გამოიცა VHS ფორმატში კომპანიის IVE და მოგვიანებით ლაზერულ დისკზე, კომპანიის Image Entertainment მიერ. DVD ფორმატში იგი ოფიციალურად მხოლოდ 2005 წელს, Channel 4-ის მიერ გამოიცა. ოფიციალური ბრიტანული DVD PAL ფორმატის არის. მოგვიანებით, 2010 წლის სექტემბერში გამოვიდა მისი კიდევ ერთი DVD ვერსია (კვლავ Channel 4-ის ინიციატივით). ამჟამად იგი წარმოდგენილია Amazon.com-ზე. მისი ფორმატია NTSC, ხოლო რეგიონული შეზღუდვები არ გააჩნია.

საუნდტრეკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

When the Wind Blows
კინომუსიკა
სხვადასხვა
გამოცემის თარიღი 16 მაისი, 1986
ჩაიწერა 1985 წლის ზამთარი
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 45:36
ლეიბლი Virgin
როჯერ უოტერსი — ქრონოლოგია
The Pros and Cons of Hitch Hiking
(1984)
When the Wind Blows
(1986)
Radio K.A.O.S.
(1987)
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
Allmusic3/5 stars[4]

ფილმის საუნდტრეკის მეორე ნახევარი მთლიანად ეთმობა როჯერ უოტერსის და მისი ბენდის პიესას „When the Wind Blows“, რომელიც შედგება 10 მუსიკალური ფრაგმენტისგან. ამ პიესას თან ახლავს ფილმის პერსონაჟების, ჰილდასა და ჯიმის საუბრებიც.

საუნდტრეკის პირველ ნახევარში შეტანილია რამდენიმე სტანდარტული ფორმატის სიმღერა.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. When the Wind Blows – 3:35
  2. Facts And Figures – 4:19
  3. The Brazilian – 4:51
  4. What Have They Done? – 3:39
  5. The Shuffle – 4:16
  6. The Russian Missile – 0:10
  7. Towers of Faith – 7:00
  8. Hilda's Dream – 1:36
  9. The American Bomber – 0:07
  10. The Anderson Shelter – 1:13
  11. The British Submarine – 0:14
  12. The Attack – 2:53
  13. The Fall Out – 2:04
  14. Hilda's Hair – 4:20
  15. Folded Flags – 4:51

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როჯერ უოტერსი და The Bleeding Heart Band

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 風が吹くとき (1986) Japanese. AllCinema Online. ციტირების თარიღი: 1 December 2007.
  2. Kamata, Satoshi (August 1987). „Kaku o Kaita Igirisu Animēshon "Kaze ga Fuku Toki" o“ 核を描いたイギリス・アニメーション「風が吹くとき」を [About the Nuclear Depiction in the English Animation 'When the Wind Blows']. Animage (Japanese). 110: 8–20. |access-date= საჭიროებს მიეთითოს აგრეთვე |url= (დახმარება) 26 ივლისი 2008 (აღდგენილი ვერსია)
  3. Box Office Mojo
  4. Allmusic-ის მიმოხილვა.