ვასო გოძიაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვასილ (ვასო) დავითის ძე გოძიაშვილი (დ. 27 ნოემბერი [ძვ. სტ. 14 ნოემბერი], 1905. თბილისი — გ. 27 იანვარი, 1976, იქვე) — ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1922-1924 წლებში სწავლობდა დრამუტურგიულ სტუდიაში აკაკი ფაღავას ხელმძღვანელობით. 1924 წლიდან იყო თბილისის შ. რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი, ხოლო 1930 წლიდან თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი. გამოდიოდა ესტრადაზე იყო პირველი საკავშირო ესტრადის კონკურსის ლაურეატი. საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1958). საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1952). საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1971). დაჯილდოებული იყო ლენინის ორდენით, ორი სხვა ორდენით და მედლებით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მასთან დიდუბის პანთეონში დასაფლავებულია მისი მეუღლე — ევგენია სამსონის ასული აგაბეკოვა (დ. 1919, თბილისი — გ. 25 მარტი, 1973, იქვე) — პიანისტი, საქართველოს დამსახურებული არტისტი.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]