კოტე მესხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კოტე (იაკობ) სიმონის ძე მესხი (დ. 1 მაისი [ ძვ. სტ. 19 აპრილი], 1857, ქუთაისი ― გ. 28 მაისი[ ძვ. სტ. 15 მაისი], 1914, თბილისი) — ქართველი მსახიობი და რეჟისორი.

1874 წლიდან მონაწილეობდა ქუთაისის სცენისმოყვარეთა წარმოდგენებში. 1879 წელს მიიწვიეს მსახიობად თბილისის მუდმივ პროფესიულ დასში. 1885 წელს ქუთაისში დააარსა პროფესიული თეატრი, რომელსაც 1894 წლამდე ედგა სათავეში. მისი ხელმძღვანელობით ქუთაისის სცენაზე პირველად გამოვიდნენ: ნინო ჩხეიძე, კოტე მარჯანიშვილი და შალვა დადიანი. 1894 წლიდან, როგორც მსახიობი და რეჟისორი მოღვაწეობდა თბილისის დრამატულ თეატრში. ასრულებდა გმირულ და სახასიათო როლებს: ლევან ხიმშიაშვილი (დავით ერისთავის „სამშობლო“), გოჩა (აკაკი წერეთლის „თამარ ცბიერი“), რუსთაველი (კ. მესხის „რუსთაველი“), ოტია (ვალერიან გუნიას „და-ძმა“), ანანია (ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატი“), არბენინი (მიხეილ ლერმონტოვის „მასკარადი"), ჩაცკი (ალექსანდრე გრიბოედოვის „ვაი, ჭკუისაგან“), ოტელო, პეტრუჩიო (უილიამ შექსპირის „ოტელო“, „ჭირვეულის მორჯულება“), ტარტიუფი (მოლიერის „ტარტიუფი“) და სხვა. თარგმნა ნიკოლოზ გოგოლის, უილიამ შექსპირის, ალექსანდრ დიუმა (შვილი)ს, ვიქტორიენ სარდუს და სხვა დრამატული ნაწარმოებები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ანდრონიკაშვილი, ანდრონი კ., კ. მესხი (ბიოგრაფიული ეტიუდი), ტფ., 1910;
  • კოტე მესხი. კრებული, შემდგ. ე. კაკაშვილი, თბ., 1953 (სერია: ქართული თეატრის მოღვაწეთა სასცენო ხელოვნების შესახებ, წგნ. 3);

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]