თამარ ციციშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ციციშვილი.
თამარ ციციშვილი
დაბ. სახელი თამარ ციციშვილი
დაბ. თარიღი 19 დეკემბერი, 1908
გარდ. თარიღი 1 სექტემბერი, 1988 (79 წლის)
საქმიანობა მსახიობი

თამარ იოსების ასული ციციშვილი (დ. 19 დეკემბერი, 1908, ოდესა — გ. 1 სექტემბერი, 1988, თბილისი) — ქართველი კინომსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1930 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი და მიიწვიეს კინოსტუდიაში. მსახიობის პირველი დიდი ნამუშევარი იყო რეჟისორ სიკო დილიძის ფილმში „დარიკო“, რომელმაც სამუდამოდ დაუმკვიდრა სახელი და დიდება ჯერ კიდევ ახალგაზრდა კინოვარსკვლავს. ამას მოჰყვა დასამახსოვრებელი ეკრანული სახეები: ნესტანი („ქაჯეთი“), მარო („დაგვიანებული სასიძო“), აგრონომი თამარი („მეგობრობა“), თავადის ქალი („დავით გურამიშვილი“), დედა („აკაკის აკვანი“), ელენე („ბედნიერი შეხვედრა“), დარეჯანი („ორი ოჯახი“), თარაშ ემხვარის დედა („მთვარის მოტაცება“), მარიამი („შავი მერცხალი“) და მრავალი სხვა.

თამარ ციციშვილის ნიჭს ამკობდა სულიერი სისპეტაკე და გამორჩეული ქართველი იერი, რაც არაერთი მხატვრის შთაგონების წყარო შეიქმნა. ასე გაჩნდა ლადო გუდიაშვილის, იგორ გრაბარის, მოსე და ირაკლი თოიძეებისეული თამარ ციციშვილის პორტრეტები.

თამარ ციციშვილი თეატრშიც მუშაობდა. 1949–1950 წლებში მან კოტე მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე შექმნა დასამახსოვრებელი სახეები.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯილდოები, პრემიები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1980: საქართველოს სახალხო არტისტი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 397, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]