ვანიონ დარასელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვანიონ დარასელი
დაბ. თარიღი 25 მაისი 1909(1909-05-25)
დაბ. ადგილი კახათი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 13 აპრილი 1954(1954-04-13) (44 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა მწერალი და დრამატურგი
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
Flag of Georgia (1918–1921).svg საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
Flag of the Soviet Union (1924–1955).svg სსრკ
ალმა-მატერი ბათუმის ჰუმანიტარული ტექნიკუმი
ჯილდოები წითელი ვარსკვლავის ორდენი

ვანიონ ალექსის ძე დარასელი (დ. 25 მაისი, 1909, კახათი, ახლანდელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტი — გ. 13 აპრილი, 1954, თბილისი) — ქართველი მწერალი და დრამატურგი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველდაწყებითი განათლება მშობლიური სოფლის სკოლაში მიიღო. 1923 წელს სწავლა განაგრძო ბათუმის ჰუმანიტარულ ტექნიკუმში, რომელიც დაამთავრა 1927 წელს და დაიწყო მასწავლებლობა. შემდეგ გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში, სადაც 1935 წლამდე იმყოფებოდა.

1936–1940 წლებში ვ. დარასელი სწავლობდა დონის-როსტოვის პედაგოგიურ ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა ფილოლოგიის განხრით. ყმაწვილი ჯერ კიდევ მოწაფეობისას გაიტაცა ლიტერატურამ, ხოლო ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ ინტენსიურად მიჰყო ხელი სამწერლო მოღვაწეობას. მას შემდეგ კი როცა ქუთაისში გადავიდა საცხოვრებლად, გატაცებით ებმება ლიტერატურულ-შემოქმედებით საქმიანობაში.

1934 წელს ქუთაისში გამოდის მწერლის პირველი კრებული. დონის-როსტოვში რუსულად გამოიცა რომანი „ჩემი შვილი“. აქვე დაინტერესდა და შეაგროვა მასალები ვასილ კიკვიძეზე, რასაც შედეგად მოჰყვა შესანიშნავი დრამატული ნაწარმოების „კიკვიძე“, რომელმაც პოპულარობა მოუტანა ავტორს. სხვადასხვა დროს იდგმებოდა დრამატურგის პიესები „გამახარე“, „უფროსი ძმა“, „ოცნება“ და სხვა. დაჯილდოვებული იყო წითელი ვარსკვლავის ორდენით და მედლებით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 122, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]