ლიანა ასათიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ასათიანი.
ლიანა ასათიანი
დაბ. თარიღი 20 დეკემბერი, 1925
თბილისი, საქართველოს სსრ, ასფსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 8 ივლისი, 2014 (88 წლის)
დაკრძალულია დიდუბის პანთეონი
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი
საქმიანობა მსახიობი

ლიანა ასათიანი (დ. 20 დეკემბერი, 1925/1926, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ — გ. 8 ივლისი, 2014) — ქართველი მსახიობი. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1961)

1949 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1942–1943 წლებში მიხეილ ჭიაურელის ფილმში „გიორგი სააკაძე“ შეასრულა პირველი როლი (დედოფალი თეკლე). კინოში შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ციალა („ჭირვეული მეზობლები“, 1945), კამა („გაზაფხული საკენში“, 1950), ალექსანდრა ჯაფარიძე („მწვერვალთა დამპყრობნი“, 1952), მარინე ფერაძე („ჭრიჭინა“, 1954), ქეთევანი („ეთერის სიმღერა“, 1956), თავადის ქალი მაია („ერთი ცის ქვეშ“, 1961), დედოფალი გურანდუხტი („მაცი ხვიტია“, 1961), კოლონკელიძის მეუღლე („დიდოსტატის მარჯვენა“, 1969), ბიძინას დედა („სინათლე ჩვენს ფანჯრებში“, 1969), თინათინ მინდაძე („ლევან ხიდაშელი“, 1973), დედოფალი დარეჯანი („წიგნი ფიცისა“, 1983) და სხვ. იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი.

გარდაიცვალა 2014 წლის 8 ივლისს,[1] 87 წლის ასაკში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გარდაიცვალა მსახიობი ლიანა ასათიანი. რადიო თავისუფლება (8 ივლისი, 2014). წაკითხვის თარიღი: 5 აპრილი, 2019.