შინაარსზე გადასვლა

ქეთევან ჯაფარიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჯაფარიძე.

ქეთევან კონსტანტინეს ასული ჯაფარიძე (დ. 11 თებერვალი, 1901, ქვიშხეთი, ხაშურის რაიონი — გ. 20 სექტემბერი, 1968, თბილისი) — ქართველი მომღერალი, საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1956[1]).

1919 წელს დაამთავრა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზია და სწავლა გააგრძელა კონსერვატორიაში, ჯერ პედაგოგ ლევიცკისთან, შემდეგ ანა ჯაყელთან. ერთხანს ზაქარია ფალიაშვილიც ამეცადინებდა. ნიჭიერმა მომღერალმა იმთავითვე მიიქცია სპეციალისტთა ყურადღება შესანიშნავი ხმით და საშემსრულებლო ოსტატობით, თუმცა პროფესიულ სცენაზე გვიან, 1935 წელს შედგა ფეხი. მან მოიარა საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები, იყო საზღვარგარეთ და ყველგან დიდი მოწონებით სარგებლობდა. მისი შესრულებით მაყურებელმა შეიყვარა ქართული საესტრადო სიმღერები და რომანსები. თითქმის ოთხი წელი გამოდიოდა ლენინგრადში და აქაც დიდი წარმატებები ჰქონდა. 1939 წელს ესტრადის მსახიობთა პირველ საკავშირო კონკურსზე ლაურეატის საპატიო წოდება დაიმსახურა.

განსაკუთრებით გამოიჩინა თავი მომღერალმა სამამულო ომის პერიოდში. გამოდიოდა ჰოსპიტლებსა და სამხედრო ნაწილებში.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 430, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]