კონსტანტინე ჭიჭინაძე (პოეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჭიჭინაძე.
კონსტანტინე ჭიჭინაძე
დაბადების თარიღი 18 მაისი, 1891(1891-05-18)
დაბადების ადგილი ხიმში, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 18 იანვარი, 1960(1960-01-18) (68 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა პოეტი და მთარგმნელი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჯილდოები საპატიო ნიშნის ორდენი

კონსტანტინე არჩილის ძე ჭიჭინაძე (დ. 18 მაისი, 1891, სოფ. ხიმში, ამბროლაურის რაიონი) — გ. 18 იანვარი, 1960, თბილისი) — ქართველი პოეტი, მთარგმნელი ტექსტოლოგი, რუსთველოლოგი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საშუალო განთლება მიიღო ქუთაისსა და ბაქოში. 1916 წელს თბილისში დაამთავრა სამხედრო სასწავლებელი. ერთხანს სწავლობდა თბილისის უნივერსიტეტში. სპეციალობით მიწათმოქმედმა მთელი სიცოცხლე ქართულ ლიტერატურასა და მეცნიერებას შეალია. იგი აქტიურად მონაწილეობდა ჟურნალ „კავკასიონში“, რომლის გარშემოც შემოკრებილნი იყვნენ დ. კლდიაშვილი, ნ. ლორთქიფანიძე, ლ. ქიაჩელი, გ. რობაქიძე, პ. ინგოროყვა და სხვები.

პირველი ლექსი 1908 წელს გაზეთ „ივერიაში“ გამოაქვეყნა. ქართულად თარგმნა ბაირონის რამდენიმე პოემა, ედგარ პოს, პუშკინის, ლერმონტოვის, ბლოკის ნაწარმოებები, „ამბავი იგორის ლაშქრობისა“, დანტეს „ღვთაებრივი კომედია“, გერმანული ეპოსი „სიმღერა ნიბელუნგებზე“, ვ. ბრიუსოვის ნაწარმოებები და სხვა.

მნიშვნელოვანია მისი წვლილი რუსთველოლოგიაში. მას დაწერილი აქვს ვეფხისტყაოსანის კვლევა 1934 წელს. მასვე ეკუთვნის ღრმადმეცნიერული ნაშრომი „ალიტერაცია ქართულ შაირში და ვეფხისტყაოსნის პოემა“.

კონსტამტინე ჭიჭინაძე დაჯილდოებული იყო „საპატიო ნიშნი“ს ორდენით და მედლებით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ავალიანი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 403.
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 410, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]