შინაარსზე გადასვლა

დავით ქუთათელაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ქუთათელაძე.

დავით ექვთიმეს ძე ქუთათელაძე (დ. 1901, ფოთი — გ. 30 მაისი, 1958, თბილისი) — ქართველი მხატვარი, გრაფიკოსი.

1922 წელს გიმნაზიის დამთავრბის შემდეგ, სწავლა განაგრძო თბილისის უნივერსიტეტში, პარალელურად თანამშრომლობდა ქართულ პერიოდიკასა და გამომცემლობებში როგორც მხატვარი.

1924 წელს ახალგაზრდა ხელოვანი დაოსტატების მიზნით გაემგზავრა ლენინგრადში და სწავლა განაგრძო სამხატვრო აკადემიაში. აქაც ადგილობრივი ჟურნალ-გაზეთების აქტიური თანამშრომელია.

ლენინგრადში თითქმის ოცი წელი დაჰყო, დაოჯახდა და სახელიც მოიხვეჭა, როგორც შესანიშნავმა მხატვარმა, უპრეტენზიო და თავდამბალმა ინტელიგენტმა. დავით ქუთათელაძემ უმძიმესი დღები გადაიტანა ბლოკირებულ ქალაქში, რის გახსენებასაც ყოველთვის ერიდებოდა. 1942 წელს გადმოვიდა თბილისში და მუშაობა დაიწყო სამხატვრო აკადემიაში სასწავლო ნაწილისა და დაზგური გრაფიკის სახელოსნოს გამგედ.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 348, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]