მედეა ჩახავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მედეა ჩახავა
დაბ. სახელი მედეა ჩახავა
დაბ. თარიღი 15 მაისი, 1921
სერგიეთი, მარტვილის მუნიციპალიტეტი
გარდ. თარიღი 7 სექტემბერი, 2009 (88 წლის)
თბილისი, საქართველო
საქმიანობა მსახიობი

მედეა ვასილის ასული ჩახავა (დ. 15 მაისი, 1921, სერგიეთი, ახლანდელი მარტვილის მუნიციპალიტეტი, საქართველოს სსრ, სსრკ — გ. 7 სექტემბერი, 2009, თბილისი)[1]ქართველი მსახიობი. საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1955). საქართველოს სახალხო არტისტი (1960).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1943 წელს დაამთავრა რუსთაველის სახელმწიფო თეტრალური ინსტიტუტი და იმავე წელს ჩაირიცხა რუსთაველის თეატრის დასში. ლირიკულ-კომედიური მსახიობი. ჩახავას შემოქმედებისათვის დამახასიათებელია ღრმა ფსიქოლოგიზმი, სცენური მოხდენილობა, ნატიფი გემოვნება, ღრმა განცდა, გრძნობათა სიმართლე და უშუალობა. ჩახავა მაღალი ოსტატობით ქმნიდა ერთმანეთისაგან სრულად განსხვავებულ სახეებს. აღსანიშნავია ჯენევრა (ჯ. გოუსა და ა. დიუსოს „ღრმა ფესვები“), ნადია (გორკის „მტრები“), გაიანე (ი. მოსაშვილის „ჩაძირული ქვები“, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1951), ლიდა პლახა (ი. ფუჩიკის „ადამიანებო, იყავით ფხიზლად!“), ამარანტა (ჯ. ფლეჩერის „ესპანელი მღვდელი“), ფეფელა (გ. სუნდუკიანის „პეპო“), ოფელია, მარგარიტა (შექსპირის „ჰამლეტი“, „რიჩარდ III“), მარია (გარსია ლორკას „ბერნარდა ალბას სახლი“) და სხვა. გადაღებულია ფილმებში: „ჭრიჭინა“ (ცქრიალა), „ბაში-აჩუკი“ (მელანო), „მანანა“ (მეეზოვე), „ნინო“ (ნინო), „გლახის ნაამბობი“ (თამრო), „მხიარული რომანი“ (სოფიო) და სხვ.

მედეა ჩახავას მინიჭებული ჰქონდა საპატიო ნიშნის ორდენი და ორი მედალი. 2006 წელს კი რუსთველის თეატრის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნათამაშები როლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსთაველის თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯილდოები, პრემიები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1951: სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1955: საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი
  • 1960: საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1996: ღირსების ორდენი
  • 2002: თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 2006: საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • საპატიო ნიშნის ორდენი


ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ტელეკომპანია რუსთავი-2-ის საიტი