გოგი თოთიბაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თოთიბაძე.

გოგი კონსტანტინეს ძე თოთიბაძე (დ. 1928, თბილისი — გ. 2009) — ქართველი მხატვარი, აფხაზეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1976), საქართველოს სახალხო მხატვარი (1983), ოქროს მედალი და l პრიზი, ამიერკავკასიის რესპუბლიკების ბიენალე (1986), ხალხთა მეგობრობის ორდენი (1986).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა პედაგოგთა ოჯახში. მხატვრის დედა ელენე ხუნდაძე ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელი იყო, მამა კონსტანტინე თოთიბაძე ფიზიკოსი, იგი ხელოვნების მოყვარულიც იყო და კარგადაც ხატავდა. პაპა (დედის მხრიდან) სილოვან ხუნდაძე იყო პოეტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი; იგი ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში (სადაც დირექტორიც იყო გარკვეული ხნის განმავლობაში).

1947-1953 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, 1954-1956 წლებში თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ასპირანტია.

პერსონალური გამოფენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1995 — ხელოვნების მუშაკთა სახლი, თბილისი, საქართველო.
  • 1979 — თბილისი, საქართველო.

ჯგუფური გამოფენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1983 — სსრკ მხატვართა აკადემიის წევრთა და წევრ-კორესპონდენტთა გამოფენა, მოსკოვი, რუსეთი.
  • 1980 — ქართული სახვითი ხელოვნების რეტროსპექტიული გამოფენა, ლენინგრადი, რუსეთი.
  • 1979 — სსრკ მხატვართა აკადემიის გამოფენა, მოსკოვი, რუსეთი
  • 1979 — საქართველოს რესპუბლიკის სახვითი ხელოვნების გამოფენა, იუგოსლავია და საბერძნეთი.
  • 1978 — საბჭოთა საქართველოს სახვითი ხელოვნების გამოფენა, შვედეთი, შვეიცარია, ბელგია.
  • 1977 — სსრკ-ის მხატვართა კავშირის წევრთა და წევრ-კორესპონდენტთა ნამუშევრების საკავშირო გამოფენა.
  • 1975 — მხატვართა რესპუბლიკური გამოფენა ,,დიდება შრომას”, თბილისი, საქართველო.
  • 1975 — საკავშირო გამოფენა, მოსკოვი, რუსეთი.
  • 1970 — ლენინის დაბადებიდან 100წლისთავისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური გამოფენა, თბილისი, საქართველო.
  • 1967 — მხატვართა მოსკოვის საკავშირო საიუბილეო გამოფენა, რუსეთი.
  • 1965 — ქართული სახვითი ხელოვნების გამოფენა "მშვიდობის სადარაჯოზე".
  • 1961 — თბილისის რესპუბლიკური საიუბილეო გამოფენა, საქართველო
  • 1961 — მოსკოვის საკავშირო გამოფენა, რუსეთი.
  • 1959 — ქართული სახვითი ხელოვნების გამოფენა, პოლონეთი.
  • 1959 — ქართული საბჭოთა პორტრეტის გამოფენა, თბილისი, საქართველო.
  • 1958 — ქართული სახვითი ხელოვნების გამოფენა, მოსკოვი, რუსეთი.
  • 1956 — მხატვართა მოსკოვის საკავშირო გამოფენა, რუსეთი.
  • 1955 — მხატვართა რესპუბლიკური გამოფენა, თბილისი, საქართველო.

მისი ნამუშევრები დაცულია თბილისის ეროვნული გალერეაში, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში, ტრეტიაკოვის სახ. მუზეუმში და საქართველო-რუსეთის კერძო კოლექციებში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]