ელგუჯა ბერძენიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბერძენიშვილი.

ელგუჯა ისიდორეს ძე ბერძენიშვილი (დ. 25 თებერვალი, 1927, თბილისი, საქართველოს სსრ — გ. 1 იანვარი, 2019, თბილისი, საქართველო[1]) — ქართველი ფერმწერი და გრაფიკოსი. საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1966).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1956 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. ბერძენიშვილის ფერწერული ნამუშევრებისათვის დამახასიათებელია თანამედროვეობის განცდა, კომპოზიციის გრძნობა. მისი მნიშვნელოვანი ნამუშევრებია: „დეკორატიული პანო“ ბიჭვინთაში (1967), „ნავები“ (1955, მხატვრის კუთვნილება), „მეუღლის პორტრეტი“ (1956, მხატვრის კუთვნილება), „აბესალომ და ეთერი“ (1968, ფალიაშვილის სახლ-მუზეუმი); განსაკუთრებით საინტერესოა კ. გამსახურდიას რომანის „დიდოსტატის მარჯვენის“ ილუსტრაციები (1972, მხატვრის კუთვნილება).

გარდაიცვალა 2019 წლის 1 იანვარს, 91 წლის ასაკში. დაკრძალულია ვაკის კერძო სასაფლაოზე მეუღლის გვერდით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]