ნოდარ ჩხეიძე (მსახიობი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჩხეიძე.
ნოდარ ჩხეიძე
დაბ. სახელი ნოდარ ჩხეიძე
დაბ. თარიღი 1 სექტემბერი, 1917
გარდ. თარიღი 3 ოქტომბერი, 1981 (64 წლის)
საქმიანობა მსახიობი
მშობლები მამა: გიორგი ქუჩიშვილი

ნოდარ (ბიჭიკო) გიორგის ძე ჩხეიძე (დ. 1 სექტემბერი, 1917, თბილისი — გ. 3 ოქტომბერი, 1981, იქვე) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1966).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა პოეტ გიორგი ქუჩიშვილის ოჯახში. 1935 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო სამედიცინო ინსტიტუტში, მაგრამ სამი წლის შემდეგ გადავიდა რუსთაველის სახელობის თეატრთან არსებულ სტუდიაში. 1939 წელს შეიქმნა თეატრალური ინსტიტუტი და ეს სტუდიაც მას შეუერთდა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგნ. ჩხეიძე მიიწვიეს რუსთაველის თეატრში მსახიობად, სადაც დაჰყო 1963 წლამდე.

მსახიობის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია გიქო (გ. სუნდუკიანის „პეპო“), ჩინჩახოვი (კ. ბუაჩიძის „ეზოში ავი ძაღლია“), ფილიპო (კ. გოლდონის „საპატარძლო აფიშით“), ვახტანგ ობელიანი (ს. შანშიაშვილის „კრწანისის გმირები“), კურჩაევი, ნეზნამოვი (ა. ოსტროვსკის „ზოგჯერ ბრძენიც შეცდება“, „უდანაშაულო დამნაშავენი“), ჰამლეტი, ედგარი, როდრიგო (უ. შექსპირის „ჰამლეტი“, „მეფე ლირი“, „ოტელო“), ფრანც მოორი (ფ. შილერის „ყაჩაღები“), ცრუ დიმიტრი (ა. პუშკინის „ბორის გოდუნოვი“), ტირეზია (სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“) და სხვები. მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე წარმატებით სარგებლობდა მის მიერ დადგმული ვაჟა-ფშაველას „სათაგური“.

თეატრში მოღვაწეობის პარალელურად ნ. ჩხეიძე მუშაობდა თბილისის ბორის ძნელაძის სახელობის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში რეჟისორად, შემდეგ სამხატვრო ხელმძღვანელად. ამ დრამატულ წრეში მისი ხელმძღვანელობით აღიზარდა თეატრის საამაყო მსახიობები: რამაზ ჩხიკვაძე, თენგიზ არჩვაძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი, ლანა ღოღობერიძე, გურამ საღარაძე, რევაზ თავართქილაძე და სხვები.

დაჯილოდოვებული იყო „საპატიო ნიშნის“ ორდენით და მედლებით. რეჟისორ თემურ ჩხეიძის მამაა.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნათამაშები როლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დადგმული სპექტაკლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოზარდ მაყურებელთა თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვაჟა-ფშაველას „სათაგური“

ჯილდოები, პრემიები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1961: საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • 1966: საქართველოს სახალხო არტისტი
  • საპატიო ნიშნის ორდენი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 388, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]