დავით გამრეკელი
| დავით გამრეკელი | |
|---|---|
| დაბადების თარიღი |
9 (22) აგვისტო, 1911 ან 27 ივლისი, 1911[1] ჭიათურა |
| გარდაცვალების თარიღი |
29 ნოემბერი, 1977[1] (66 წლის) თბილისი |
| მოქალაქეობა |
|
| ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია |
| საქმიანობა | კომპოზიტორი, მომღერალი |
| აქტიური | 1937-1965 |
| ჯილდოები |
საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1943) |
დავით ალექსანდრეს ძე გამრეკელი (დ. 27 ივლისი, 1911, ჭიათურა — გ. 29 ნოემბერი, 1977, მოსკოვი) — ქართველი საოპერო მომღერალი (ბარიტონი), საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1943).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, პროფესორ ვრონსკის კლასით. იმავე წელს ახალგაზრდა ქართველმა ბარიტონმა თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე იმღერა ელეცკის პარტია პეტრე ჩაიკოვსკის ოპერაში „პიკის ქალი“. 1937 წელს მოსკოვში, ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაზე, მომღერალმა დიდი წარმატებით შეასრულა კიაზოს პარტია ზაქარია ფალიაშვილის „დაისიდან“. კიდევ ერთი წლის შემდეგ გამრეკელი ვოკალისტთა პირველი საკავშირო კონკურსის ლაურეატი გახდა. მომდევნო პერიოდში თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე მან წამყვანი პარტიები იმღერა ქართულ და უცხოურ ოპერებში. 1943 წელს მომღერალს საქართველოს სსრ სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა. სულ მალე გამრეკელის შემოქმედებით ცხოვრებაში ახალი ეტაპი დადგა — ის მოსკოვის დიდ თეატრში სოლისტად მიიწვიეს. საბჭოთა კავშირის მთავარ სცენაზე ქართველმა ბარიტონმა რვა წელი, 1944-დან 1952-მდე, გაატარა.
თავისი შემოქმედებითი ცხოვრების მანძილზე დავით გამრეკელმა ოცდაათამდე საოპერო პარტია შეასრულა. შთამბეჭდავია მათი ჩამონათვალი: ჩაიკოვსკის ევგენი ონეგინი, ჯუზეპე ვერდის რიგოლეტო, ჟერმონი და რენატო, ჟორჟ ბიზეს ესკამილიო და სხვა. გრამფირფიტაზე ჩაწერილია ნიკოლოზ რიმსკი-კორსაკოვის ოპერა „სადკო“, სადაც გამრეკელს პარტნიორობას უწევდნენ სახელგანთქმული საბჭოთა მომღერლები, სსრკ სახალხო არტისტები: ბარსოვა, ხანაევი, რეიზენი, პეტროვი. განუმეორებელი იყო გამრეკელის მიერ მშობლიურ თბილისში შესრულებული პარტიები ქართულ ოპერებში „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“, „თქმულება შოთა რუსთაველზე“. 1944 წელს მან, კიდევ ერთ ცნობილ ქართველ მომღერალ დავით ბადრიძესთან ერთად, მონაწილეობა მიიღო სიკო დოლიძისა და დავით რონდელის ფილმში „ჯურღაის ფარი“, რომელმაც მოგვიანებით სტალინური პრემია დაიმსახურა.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ჯილდოები და აღიარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1937 — საპატიო ნიშნის ორდენი[2]
- 1943 — საქართველოს სსრ სახალხო არტისტი[3]
- 1946 — შრომის წითელი დროშის ორდენი[4]
- 1950 — სტალინური პრემია (I ხარისხის)
- 1951 — შრომის წითელი დროშის ორდენი[5]
- 1951 — რსფსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
- 1976 — საპატიო ნიშნის ორდენი[6]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 95, თბ., 1994
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.
- ↑ https://yandex.ru/archive/catalog/c91694cc-fad9-4b78-9e16-32c9383d0252/1
- ↑ „ზარია ვოსტოკა“. 1943. № 176.
- ↑ https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/471003/1/Zaria_Vostoka_1946_N44.pdf
- ↑ https://portal-kultura.ru/upload/iblock/63b/1951.05.29.pdf
- ↑ https://portal-kultura.ru/upload/iblock/2fe/1976.05.26.pdf
- დაბადებული 22 აგვისტო
- დაბადებული 1911
- დაბადებული 27 ივლისი
- ჭიათურაში დაბადებულები
- გარდაცვლილი 29 ნოემბერი
- გარდაცვლილი 1977
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- საპატიო ნიშნის ორდენის კავალრები
- სტალინური პრემიის ლაურეატები
- გარდაცვლილი 28 ნოემბერი
- ჭიათურის მუნიციპალიტეტში დაბადებულები
- თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კურსდამთავრებულები
- ქართველი ლოტბარები
- ქართველი საოპერო მომღერლები
- საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტები
- რსფსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეები
- დიდუბის პანთეონში დაკრძალულები