გურამ ფირცხალავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გურამ ფირცხალავა
Fircxalava.jpg
დაბადების თარიღი 18 თებერვალი, 1940
ფოთი, საქართველოს სსრ
გარდაცვალების თარიღი 6 ნოემბერი, 2014 (74 წლის)
სხვა სახელები გივი ფირცხალავა
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1968-2010

გურამ (გივი) ფირცხალავა (დ. 18 თებერვალი, 1940, ფოთი ― გ. 6 ნოემბერი, 2014) — ქართველი კინო- და ტელე მსახიობი, საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გურამ ფირცხალავა 1940 წლის 18 თებერვალს ფოთში დაიბადა. 1966 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი. 1966 წლიდან მუშაობდა გორის გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში, შემდეგ კი თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. მისი დებიუტი კინოში შედგა 1968 წელს გუჯას როლით ფილმში „ჯვარცმული კუნძული“.[1]

1972 წლიდან გურამ ფირცხალავა კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობი იყო. ფირცხალავა 71 ფილმშია გადაღებული.

გურამ ფირცხალავა გარდაიცვალა 2014 წლის 6 ნოემბერს, 74 წლის ასაკში.[2]

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერიალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯილდოები, პრემიები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს პრემია „ხუთწლედის მატიანე“

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გურამ ფირცხალავა 75 წლის გახდებოდა. „არტინფო“ (18 თ3ბერვალი, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 იანვარი, 2021. ციტირების თარიღი: 29 იანვარი, 2021.
  2. მსახიობი გურამ ფირცხალავა გარდაიცვალა. „ინტერპრესნიუსი“ (6 ნოემბერი, 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 იანვარი, 2021. ციტირების თარიღი: 29 იანვარი, 2021.