გურანდა გაბუნია
გურანდა გაბუნია | |
---|---|
დაბადების სახელი | გურანდა გაბუნია |
დაბადების თარიღი |
26 აგვისტო, 1938 თბილისი, საქართველოს სსრ |
გარდაცვალების თარიღი |
4 თებერვალი, 2019 (80 წლის) თბილისი, საქართველო |
საქმიანობა | მსახიობი |
მეუღლე(ები) | ოთარ მეღვინეთუხუცესი |
მშობლები |
მამა: გიორგი გაბუნია დედა: ნორა ყიფიანი |
გურანდა გაბუნია (დ. 26 აგვისტო, 1938 — გ. 4 თებერვალი, 2019[1]) — ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი. საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1979), საქართველოს სახალხო არტისტი (1990). ფოთის საპატიო მოქალაქე (1997). მსახიობ ოთარ მეღვინეთუხუცესის მეუღლე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გურანდა გაბუნიამ დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1960 წელს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის დასში; 1961–1963 წლებში მუშაობდა თბილისის სანიტარული კულტურის, 1967–1970 წლებში შოთა რუსთაველის სახელობის, 1970–1975 წლებში რუსთავის დრამატულ თეატრებში; 1975 წლიდან იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი.[2]
გამოირჩეოდა დახვეწილი არტისტიზმით, პროფესიულობით, სცენური ტემპერამენტით, განცდის სიწრფელით. განსხვავებული ფერებით გამოხატავდა ჰეროიკულ, დრამატულ-რომანტიკულ, ლირიკულ თუ სახასიათო სახეებს. მისი როლებისათვის დამახასიათებელია ფორმის სიმკვეთრე, პლასტიკა, ზომიერების გრძნობა. კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში შესრულებული აქვს შემდეგი როლები: მარგარიტა (ვადიმ კოროსტილევი „მარტოობის დღესასწაული“), ასმათი (რევაზ თაბუკაშვილი „რას იტყვის ხალხი“), დოლი (ლევ ტოლსტოი „ანა კარენინა“), ცელია პიჩემი (ბერტოლდ ბრეხტი „სამგროშიანი ოპერა“), და სხვა.[2]
შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ირინე (სერგო კლდიაშვილი „ქარიშხალი“), ისმენე (ჟან ანუი „ანტიგონე“) და სხვა. რუსთავის დრამატულ თეატრში შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ჟოზე (ოტია იოსელიანი „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“), როქსანა (როსტანი „სირანო დე ბერჟერაკი“), ელის ჩერემისოვა (ვადიმ კოროსტილოვი „ასი წლის შემდეგ“).[2]
შესრულებული აქვს კინო როლები: ირინე („დათა თუთაშხია“, 1978), ჯულიეტა („მზე შემოდგომისა“, 1973), ლაურა („ორომტრიალი“, 1986), დარეჯანი („დღეს ღამე უთენებია“, 1983), ჭორიკანა („აურზაური სალხინეთში“, 1975), რუსუდანი („ერთი ცის ქვეშ“, 1961), ლილის ბიცოლა („თბილისი ჩემი სახლია“, 1994) და სხვა.[2]
1998 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით, 1999 წელს გახდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი. იყო 2018 წლის სამგზის საუკეთესო მსახიობი ქალი („პროვინციული ამბავი“, „შიში“ და „მიტევების დღე“).[2]
გურანდა გაბუნია გარდაიცვალა 2019 წლის 4 თებერვალს, მძიმე ავადმყოფობის შედეგად.[3]
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1961: „ერთი ცის ქვეშ“ (რუსუდანი) რეჟ. ლანა ღოღობერიძე
- 1962: „თოჯინები იცინიან“ რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილი
- 1965: „დრო იწურება განთიადისას“ (ჯოან ბრისტოლი) რეჟისორები ნელი ნენოვა, გენო წულაია
- 1973: „მზე შემოდგომისა“ (პლატონის მეუღლე) რეჟ. თემურ ფალავანდიშვილი
- 1975: „აურზაური სალხინეთში“ (ჭორიკანა) რეჟ. ლანა ღოღობერიძე
- 1976: „ფაცურა“ რეჟ. როსტომ ლორთქიფანიძე
- 1978: „დათა თუთაშხია“ (ირინე) რეჟისორები გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე, გურამ (გიზო) გაბესკირია
- 1980: „გამარჯობა ყველას (ფიროსმანი)“ რეჟისორები გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე, ამირან დარსაველიძე
- 1981: „გზა შინისკენ“ რეჟ. ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილი
- 1981: „ძნელი დასაწყისი“ რეჟ. თენგიზ მაღალაშვილი
- 1982: „გზის დასაწყისი“ რეჟ. ლიანა ელიავა
- 1983: „დღეს ღამე უთენებია“ (დარეჯანი) რეჟ. ლანა ღოღობერიძე
- 1986: „ორომტრიალი“ (ლაურა) რეჟ. ლანა ღოღობერიძე
- 1992: „ვალსი პეჩორაძე“ რეჟ. ლანა ღოღობერიძე
- 1994: „თბილისი ჩემი სახლია“ (ლილის ბიცოლა) რეჟ. ერეკლე ბადურაშვილი
- 1995: „დღე ტკივილისა და სიხარულისა“ რეჟისორები დოდო ლორთქიფანიძე, დათო გამგონეიშვილი
- 2000: „ძვირფასო მ.“ რეჟ. ოთარ შამათავა
- 2003: „გაჭედილები (ენკი-ბენკი)“ რეჟ. ყარამან (გუგული) მგელაძე
- 2015: „პოეტური სახეები გიფტზე“ რეჟ. შოთა კალანდაძე
- 2015: „საღამო ქუთაისში“ რეჟ. შოთა კალანდაძე
- 2019: „ოქროს ძაფი“ (მირანდა) რეჟ. ლანა ღოღობერიძე[4]
ნათამაშები როლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარჯანიშვილის თეატრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვადიმ კოროსტილევი „მარტოობის დღესასწაული“ (მარგარიტა) რეჟ. გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე
- რევაზ თაბუკაშვილი „რას იტყვის ხალხი“ (ასმათი) რეჟ. ვარლამ ნიკოლაძე
- გრიგორ გორინი „ბარონ მიუნჰაუზენის ცხოვრება და გარდაცვალება“ (ბარონესა) რეჟ. ნუგზარ გაჩავა
- რობერტ ტომა „რვა მოსიყვარულე ქალი“ (პიერეტა) რეჟ. გოგი თოდაძე
- ლალი როსება „პრემიერა“ (ადა) რეჟ. მედეა კუჭუხიძე
- ფრიდრიხ დიურენმატი „რომულუს დიდი“ (იულია), რეჟ. ნუგზარ გაჩავა
- ნოდარ დუმბაძე „მე ვხედავ მზეს“ (მარგალიტა) რეჟ. გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე
- ლალი როსება „პროვინციული ამბავი“ ( ნინო) რეჟ. მედეა კუჭუხიძე
- მონძაემონ ჩიკამაცუ „შეყვარებულთა თვითმკვლელობა ციურ ბადეთა კუნძულზე“ (სიდედრი) რეჟ. მედეა კუჭუხიძე
- უილიამ შექსპირი „ოტელო“ (ემილია) რეჟ. თემურ ჩხეიძე
- ლევ ტოლსტოი „ანა კარენინა“ (დოლი) რეჟ. მედეა კუჭუხიძე
- კარლო გოცი „ლურჯი ურჩხული“ (გულინდი) რეჟ. მედეა კუჭუხიძე
- გიორგი ერისთავი, ანატოლ ფრანსი, რაფიელ ერისთავი „ისევ ვოდევილები“ (ცოლი) რეჟ. გოგი თოდაძე
- ალექსანდრე აფინოგენოვი „შიში“ (მაკაროვა) რეჟ. მედეა კუჭუხიძე
- ედუარდო დე ფილიპო „ხელშეკრულება“ (ცეცილია) რეჟ. თემურ აბაშიძე
- უილიამ შექსპირი „მეფე ლირი“ (გონერილა) რეჟ. დავით დოიაშვილი
- ლალი როსება „სახლის ანგელოზები“ (ცაცა) რეჟ. მედეა კუჭუხიძე
- უილიამ შექსპირი „ანტონიუსი და კლეოპატრა“ (კლეოპატრა) რეჟ. ჰილარი ვუდი(ინგლისი)
- ევგენი შვარცი „თოვლის დედოფალი“ (ყაჩაღების წინამძღოლი) რეჟ. მედეა კუჭუხიძე
- ვენედიქტ ეროფეევი „დაუსრულებელი სიზმარი“ (ვალია) რეჟ. ლევან წულაძე
- ჟან მარსანი „მაყურებლისთვის ამის ნახვა აკრძალულია“ (გაბრიელა ტრისტანი) რეჟ. დავით დოიაშვილი
- ჟან ანუი „ანტიგონე“ (ძიძა) რეჟ. თემურ ჩხეიძე
- ინგა გარუჩავა, პეტრე ხოტიანოვსკი „მიტევების დღე“ (მონოსპექტაკლი) რეჟ. ქეთი დოლიძე
- ბერტოლდ ბრეხტი „სამგროშიანი ოპერა“ (ცელია პიჩემი) რეჟ. გიზო ჟორდანია
რუსთაველის თეატრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სერგო კლდიაშვილი „ქარიშხალი“ (ირინე) რეჟ. ლევან მირცხულავა
- ჟან ანუი „ანტიგონე“ (ისმენე) რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი
- არჩილ სულაკაური „სალამურა“ (დედოფალი) რეჟ. რობერტ სტურუა
- „ტოპაზი“ (შინაბერა) რეჟ. რობერტ სტურუა
თბილისის სანიტარული კულტურის თეატრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლილი იოსელიანი „ჩვენი ერთი საღამო“ (ნათელა) რეჟ. ლილი იოსელიანი
- ვადიმ კოროსტილოვი „მე მჯერა შენი“ (ირინე) რეჟ.მედეა კუჭუხიძე
- „თორტიზელები“ (თინა იოსებიძე)
- ეჟენ მარემ ლაბიში „ჩალის ქუდი“ (კლარა)
- რევაზ ებრალიძე „ჩვენ — მისი უდიდებულესობა“ (რძალი)
რუსთავის დრამატული თეატრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოტია იოსელიანი „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“ (ჟოზე) რეჟ. იური კაკულია
- ედმონ როსტანი „სირანო დე ბერჟერაკი“ (როქსანა)
- ვადიმ კოროსტილოვი „ასის წლის შემდეგ“ (ელის ჩერემისოვა)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გურანდა გაბუნია კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- გურანდა გაბუნია — ეროვნული ფილმოგრაფია
- გურანდა გაბუნია — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ გარდაიცვალა მსახიობი გურანდა გაბუნია. 1tv.ge (4 თებერვალი, 2019). ციტირების თარიღი: 4 თებერვალი, 2019.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 523.
- ↑ „მსახიობი გურანდა გაბუნია გარდაიცვალა“. interpressnews.ge. 2019-02-04. ციტირების თარიღი: 14 დეკემბერი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-04-10. ციტირების თარიღი: 2023-04-10.