რეზო ჩხეიძე
რეზო ჩხეიძე | |
---|---|
დაბადების სახელი | რევაზ ჩხეიძე |
დაბადების თარიღი |
8 დეკემბერი, 1926 ქუთაისი, საქართველოს სსრ |
გარდაცვალების თარიღი |
3 მაისი, 2015 (88 წლის) თბილისი, საქართველო |
საქმიანობა |
კინორეჟისორი სცენარისტი პროდიუსერი |
შვილ(ებ)ი | ბიძინა ჩხეიძე, თამარ ჩხეიძე |
რევაზ (რეზო) დავითის ძე ჩხეიძე (დ. 8 დეკემბერი, 1926, ქუთაისი — გ. 3 მაისი, 2015, თბილისი) — ქართველი კინორეჟისორი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1966), სსრკ სახალხო არტისტი (1980), პროფესორი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა საბჭოთა რეჟიმის მიერ 1937 წელს დახვრეტილი ცნობილი მწერლის დავით ჩხეიძის (ლიტერატურული ფსევდონიმი — დია ჩიანელი) ოჯახში.
1943-1946 წლებში სწავლობდა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში, 1953 წელს დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (ს. იუტკევიჩისა და მ. რომის სახელოსნო). რეჟისორ თენგიზ აბულაძესთან ერთად გადაიღო კინონარკვევები: „ჩვენი სასახლე“ (1953), „ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი“ (1954) და მხატვრული ფილმი „მაგდანას ლურჯა“ (1955; კანის IX საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი - „ოქროს რტო“ და I პრემია ედინბურგის X საერთაშორისო კინოდესტივალზე, ორივე 1956).
გადაიღო მხატვრული ფილმები: „ჩვენი ეზო“ (1956, ოქროს მედალი, I პრემია და დიპლომი მოსკოვის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI მსოფლიო ფესტივალზე 1957), „მაია წყნეთელი“ (1959), „განძი“ (1961; დიდი პრიზი დელის II საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1961), „ზღვის ბილიკი“ (1962), „ჯარისკაცის მამა“ (1964, პრემია კორკში (ირლანდია) X საერთაშორისო კინოფესტივალზე, დიპლომი სან-ფრანცისკოსა და სალონიკის საერთაშორისო კინოფესტივალებზე, პრიზი რომის II საერთაშორისო კინოფესტივალზე, ოთხივე 1965), „ღიმილის ბიჭები“ (1969 საქართველოს კომკავშირის პრემია „ჯარისკაცის მამასთან“ ერთად, 1970), „ნერგები“ (1972; დიპლომი მოსკოვისა და ტაშკენტის საერთაშორისო კონოფესტივალებზე, ორივე 1973), „მშობლიურო ჩემო მიწავ!“ (1980; მთავარი პრიზი და დიპლომი ვილნიუსის XIV საკავშირო კინოფესტივალზე, 1981; ლენინური პრემია, 1986; 1991 - უარი განაცხადა) და სხვა.
ჩხეიძის ფილმებს ახასიათებს მაღალი იდეურობა, სიახლის გრძნობა, სისადავე, მოქალაქეობრივი ჟღერადობა. ყოფილი სსრკ უმაღლესი საბჭოს IX-XI მოწვევების დეპუტატი. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, ორი სხვა ორდენითა და მედლებით. 1963-1981 წლებში საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის მდივანი. 1974 წლიდან რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი, 1973-2005 წლებში კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დირექტორი იყო.
რეზო ჩხეიძე 2015 წლის 3 მაისს გარდაიცვალა თბილისში[1]. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში[2].
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯალაღანია რ., სიმაღლე, თბ., 1981;
- Бровченко Г., В центре событий — человек, «Советский экран», 1965, № 14;
- Тиканадзе Р., Единение народов, единение поколений, «Искусство кино», 1972, № 8;
- გვენცაძე ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 175.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ცნობილი ქართველი კინორეჟოსორი რეზო ჩხეიძე გარდაიცვალა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-09-25. ციტირების თარიღი: 2015-05-03.
- ↑ კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე დაკრძალეს დაარქივებული 2015-07-13 საიტზე Wayback Machine. . „რუსთავი 2“. 07-05-2015.
|
- დაბადებული 8 დეკემბერი
- დაბადებული 1926
- გარდაცვლილი 3 მაისი
- გარდაცვლილი 2015
- ქუთაისში დაბადებულები
- საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კურსდამთავრებულები
- ქართველი კინორეჟისორები
- საბჭოთა კინორეჟისორები
- ქართველი სცენარისტები
- ლენინის ორდენის კავალრები
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- საპატიო ნიშნის ორდენის კავალრები
- ლენინური პრემიის ლაურეატები
- თბილისის საპატიო მოქალაქეები (2001)
- საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტები
- სსრკ-ის სახალხო არტისტები
- საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრები
- სსრკ-ის IX მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სსრკ-ის X მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სკკპ-ის XXVI ყრილობის დელეგატები
- საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები
- დიდუბის პანთეონში დაკრძალულები
- ჩხეიძეები