ივანე გოკიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გოკიელი.

ივანე (ვანო) რაფიელის ძე გოკიელი (დ. 9 ოქტომბერი, 1899, თბილისი — გ. 10 ივლისი, 1972, იქვე) — ქართველი კომპოზიტორი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1969).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სწავლობდა ჯერ თბილისის, შემდეგ პეტროგრადის კონსერვატორიაში, რომელიც დაამთავრა 1921 წელს და დაიწყო აქტიური შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობა. იგი იყო თბილისში სიმფონიური ორკესტრის დაარსების ერთ-ერთი ორგანიზატორი, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის გამგეობის პასუხისმგებელი მდივანი, შემდეგ თავმჯდომარე, კონსერვატორიის დირექტორი. მაგრამ ვ. გოკიელი უწინარეს ყოვლისა იყო მუსიკოსი, კომპოზიტორი. მის კალამს ეკუთვნის ისეთი ცნობილი ოპერები, როგორიცაა „პატარა კახი“, „ბროლის ქოში“, „წითელქუდა“.

ვანო გოკიელმა წარმატებით სცადა კალამი სიმფონიური მუსიკის დარგშიც; აღსანიშნავია მისი ვოკალური ციკლი, მუსიკა სპექტაკლებისა და კინოფილმებისათვის და სხვა.

დაჯილდოვებული იყო „საპატიო ნიშნის“ ორდენითა და მედლებით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გედევანიშვილი მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, გვ. 80-81, თბ., 2012 წელი.
  • გელაძე თ., ვანო გოკიელი, «საბჭოთა ხელოვნება», 1970, №1;
  • Пичхадзе М. Я., Вано Гокиели, «Советская музыка», 1955, №7
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 107, თბ., 1994