სერგი მაკალათია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

სერგი მაკალათია (დ. 2 დეკემბერი, 1893, სეფიეთი, აბაშის მუნიციპალიტეტი — გ. 30 აპრილი, 1974, თბილისი) — ქართველი ეთნოგრაფი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1948), პროფესორი (1950).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1916 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, 1922 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი, 1921-1935 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში უფროს მეცნიერ მუშაკად. 1926 წლიდან გარდაცვალებამდე შეისწავლიდა საქართველოს ცალკეული რეგიონებისა და ხეობების ისტორიულ ეთნოგრაფიას, მონაწილეობდა მხარეთმცოდნეობის მუზეუმების დაარსებაში, მესტიაში, გორში, ცაგერში, სტეფანწმინდაში და კასპში. 1937-1948 წწ. იყო გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი. მუზეუმი ამჟამად მისი სახელობისაა[1]. იკვლევდა საქართველოს ეთნოგრაფიას, ისტორიას, არქეოლოგიას, ნუმიზმატიკასა და ხელოვნებას.

სერგი მაკალათია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალული[2].

ნაშრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ახალწელიწადი საქართველოში, ტფ., 1927
  • თუშეთი, ტფ., 1933
  • მესხეთ-ჯავახეთი, თბ., 1938
  • მთის რაჭა, ტფ., 1930
  • მთიულეთი, ტფ., 1930
  • სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, თბ., 1941
  • ფშავი, ტფ., 1934
  • ხევი, ტფ., 1934
  • ხევსურეთი, ტფ., 1935
  • ვახტანგ გორგასლანი., 1942

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]