გიორგი შავგულიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გიორგი შავგულიძე
Giorgi Shavgulidze - Keto da Kote.jpg
გიორგი შავგულიძე, კადრი ფილმიდან „ქეთო და კოტე“
დაბ. თარიღი 16 ნოემბერი, 1910
ქუთაისი, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 13 აპრილი, 1959 (48 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ

გიორგი „ჟორა“ ვლადიმერის ძე შავგულიძე (დ. 16 ნოემბერი, 1910, ქუთაისი — გ. 13 აპრილი, 1959, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1955), საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1952), დაჯილდოებულია ორი ორდენით და მედლებით.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საშუალო განათლება ქუთაისშივე, ყაუღჩიშვილების სკოლაში მიიღო. 1928 წელს, სკოლის დამთავრებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ქუთაის –ბათუმის თეატრის დასში მუშაობდა, რომელსაც კოტე მარჯანიშვილი ხელმძღვანელობდა. ორ წელიწადში თეატრი თბილისში გადმოვიდა (შემდგომში მარჯანიშვილის სახელობის თეატრი). 1934 წელს დაქორწინდა მსახიობ ლიზიკო ვაჩნაძეზე.

გადაღებულია ფილმებში: „დიადი განთიადი“ (1938), „გიორგი სააკაძე“ (1943), „დავით გურამიშვილი“ (1946), „ქეთო და კოტე“ (1948), „ბედნიერი შეხვედრა“ (1949), „ჭრიჭინა“ (1954), „ცისკარა“ (1955) და სხვა.

დაიღუპა ტრაგიკულად 1959 წლის 13 აპრილს. დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნათამაშები როლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარჯანიშვილის თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ანტონიოს და კლეოპატრა“ (იულიუსი)
  • „მისი ვარსკვალავი“ ( ნიკოფორე)
  • „ირინეს ბედნიერება“ (აბესალომი)
  • „მეფე ერეკლე“ ( საიათნოვა)
  • „დავით აღმაშენებელი“ (ჭყონდიდელი)
  • „კოლმეურნის ქორწინება“ (ხარიტონი)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1952: სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1955: საქართველოს სახალხო არტისტი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 363, თბ., 1994
  • გაზ. „კვირის პალიტრა“, 7–13 მარტი, 2011, №10 (866), გვ. 15.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]