ტასო აბაშიძე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბაშიძე.
ტასო აბაშიძე
დაბ. სახელი ტასო აბაშიძე
დაბ. ადგილი თბილისი
დაბ. თარიღი 17 მარტი/29 მარტი, 1881
გარდ. თარიღი 15 სექტემბერი, 1958
თბილისი
საქმიანობა მსახიობი

ტასო (ანასტასია) ვასილის ასული აბაშიძე (დ. 17 მარტი/29 მარტი, 1881, თბილისი ― გ. 15 სექტემბერი, 1958, იქვე), ქართველი მსახიობი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1943). ვასო აბაშიძისა და მაკო საფაროვ-აბაშიძის ქალიშვილი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

განათლება პარიზში ედ. შავანიას მუსიკალური დეკლამაციის სასწავლებელში მიიღო. სადებიუტო როლი 1899 წელს ითამაშა (მაშო, აზიანის „ფული და ხატისხი“) და თბილისის დრამატულ დასში ჩაირიცხა. 1921-1925 წლებში რუსთაველის სახელობის თეატრში მოღვაწეობდა, 1926-1927 წწ. — ჭიათურის თეატრში, 1933-1948 წწ. — მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. განასახიერა 100-მდე როლი. აღსანიშნავია მისი გაიანე (სუმბათაშვილის „ღალატი“), ნუცა (გუნიას „აღლუმი“), ბეატრიჩე (შექსპირის „აურზაური არაფრის გამო“), დირინა (მოლიერის „ტარტიუფი“), ჟიზეფი (ბაიარისა და ვანდერბურხის „პარიზელი ბიჭი“). მონაწილეობდა ოპერეტებსა და საოპერო სპექტსკლებშიც, მღეროდა კარმენის (ბიზეს „კარმენი“), ქერუბინოს (მოცარტის „ფიგაროს ქორწინება“), ბეტინას (ოდრანის „მასკოტა“), პერიკოლას (ოფენბახის „მოჭიკჭიკე ჩიტები“ — „პერიკოლა“) და სხვა პარტიებს.

ლიტერატურა[რედაქტირება]