თამარ წერეთელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ წერეთელი.

თამარ სიმონის ასული წერეთელი (დ. 1 აგვისტო, 1900, სოფ. სვერი (ჭიათურის რაიონი) — გ. 5 აპრილი, 1968, მოსკოვი) — ქართველი მომღერალი, საქართველოს დამსახურებული არტისტი (1958).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1917 წელს ქუთაისში დაამთავრა წმინდა ნინოს სასწავლებელი და ჩაირიცხა თბილისის კონსერვატორიაში, მაგრამ სწავლა არ დაუმთავრებია. 1923 წელს გაემგზავრა მოსკოვში, სადაც კონსერვატორიის მცირე დარბაზში ტრიუმფალურად დაიწყო კარიერა, სადაც ის ორმოცი წლის განმავლობაში იდგა.

მომღერლის შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინაცნობილმა კომპოზიტორმა და პიანისტმა ბ. პროზოროვსკიმ, რომლის შესანიშნავ რომანსებს „ქარავანი“, „დამიბრუნდი“ და სხვა უბადლოდ ასრულებდა საესტრადო ხელოვნების გამოჩენილი ოსტატი.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, თბ., 1994