ელგუჯა ამაშუკელი
ელგუჯა ამაშუკელი | |
---|---|
![]() | |
დაიბადა | 22 აპრილი, 1928[1] ან 22 აგვისტო, 1928[2] [3] |
დაბადების ადგილი | თბილისი |
გარდაიცვალა | 10 მარტი, 2002[2] [3] (73 წლის) ან 16 მარტი, 2002[1] (73 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი |
ეროვნება | ქართველი |
სფერო | ხელოვნება |
მასზე გავლენა მოახდინა | ნიკოლოზ კანდელაკი |
ჯილდოები |
![]() |
ელგუჯა დავითის ძე ამაშუკელი (დ. 22 ივნისი, 1928, თბილისი ― გ. 10 მარტი, 2002) — ქართველი მოქანდაკე, საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1965). საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარე (1981-1996 წწ.). თბილისის საპატიო მოქალაქე (1981).
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საშუალო განათლების მიღების შემდეგ, 1946 წელს შევიდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში ქანდაკების ფაკულტეტზე. აკადემიის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ასპირანტურაში, სადაც სამუშაო თემად ჰქონდა ვახტანგ გორგასლის ძეგლის პროექტი. 1955 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. 1958 წელს მონაწილეობა მიიღო თბილისის დამაარსებლის, ვახტანგ გორგასლის შესაქმნელად გამოცხადებულ კონკურსში და მიიღო პირველი პრემია. ძეგლი დაიდგა თბილისში, მეტეხის მოედანზე.
იყო ნიკოლოზ კანდელაკის მოწაფე. ამაშუკელი, რომლის შემოქმედება ჟანრობრივად მრავალფეროვანია, ძირითადად მონუმენტალისტია. მის ნამუშევრებს ახასიათებს შინაგანი დინამიზმი, ზოგ შემთხვევაში მკვეთრი ექსპრესია. ხშირად მიმართავს სიმბოლოებსა და ალეგორიებს. მნიშვნელოვანი ნამუშევრებია: „ქართლის დედა“ (ხე, 1958; ალუმინი, 1963, თბილისი, შ. რუსთაველის სახელმწიფო პრემია, 1966), ვახტანგ გორგასლის ძეგლი (1959, დაიდგა 1967, ბრინჯაო, თბილისი), დიდების მონუმენტი (1965, დაიდგა 1967, ბრინჯაო, ფოთი), თბილისის მეტროპოლიტენის სადგური „რუსთაველის“ პორტალის რელიეფი (1965), რელიეფები თბილისის შემოსასვლელებთან (1957-1958), ბარელიეფი „თბილისის 1500 წელი“ (1958), ქანდაკება „რევოლუცია“ (1966, ბრინჯაო), რაფიელ ერისთავის (1974, ბრინჯაო, თბილისი), ნიკო ფიროსმანაშვილის (1975, ბრინჯაო, თბილისი) ძეგლები.
აღსანიშნავია მისი ნამუშევრები ფერწერის, გრაფიკის და წიგნის მხატვრობის დარგში. ავტორია წიგნებისა: „წერილები ხელოვნებაზე“ (1984), „მეექვსე გრძნობა“ (1987), „დრო შემოქმედი“ (2000).
მინიჭებული აქვს საქართველოს სსრ დამსახურებული მხატვრის (1965), საქართველოს სახალხო მხატვრის (1984-89) წოდებები, იყო სსრკ მხატვართა კავშირის მდივანი (1984-89). რუსეთის სამხატვრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1988), „საპატიო ნიშნის“, შრომის წითელი დროშის, ხალხთა მეგობრობის ორდენის კავალერი, საბჭოთა კავშირისა და ბულგარეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო პრემიების ლაურეატი.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 350.
- ↑ 1.0 1.1 Visuotinė lietuvių enciklopedija
- ↑ 2.0 2.1 The Fine Art Archive
- ↑ 3.0 3.1 https://european-art.net/person/redirect?i=15&p=person%2F8145
- დაბადებული 22 აპრილი
- დაბადებული 1928
- დაბადებული 22 აგვისტო
- გარდაცვლილი 10 მარტი
- გარდაცვლილი 2002
- გარდაცვლილი 16 მარტი
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტები
- ქართველი მოქანდაკეები
- თბილისის საპატიო მოქალაქეები (1981)
- თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულები
- შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატები