ედიშერ ყიფიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ყიფიანი.
ედიშერ ყიფიანი
დაბ. თარიღი 21 ნოემბერი 1924(1924-11-21)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 29 დეკემბერი 1972(1972-12-29) (48 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა მწერალი
ენა რუსული ენა და ქართული ენა
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
ალმა-მატერი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
ჟანრი რომანი

ედიშერ ლავრენტის ძე ყიფიანი (დ. 21 ნოემბერი, 1924, თბილისი — გ. 29 დეკემბერი, 1972, იქვე) — ქართველი მწერალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1949 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ჰიდროლოგიის სპეციალობით. ლიტერატურაში მისი სამწერლო დებიუტი ამავე ხანებში შედგა. პირველი ნაწარმოებები გამოაქვეყნა ახალგაზრდულ გაზეთებსა და „ნიანგში“. 1951 წელს ჟურნალ „დროშაში“ დაიწყო მუშაობა და სამუდამოდ დაუკავშირდა ლიტერატურას. ჟურნალების ფურცლებზე აქვეყნებდა უტყუარი ნიჭით აღბეჭდილ ნარკვევებსა და მოთხრობებს. მისი საქმიანი თვისებები — მომთხოვნელობა, პრინციპულობა, გემოვნება — სრულიად გამოვლინდა ჟურნალ „მნათობში“ პასუხისაგებ თანამდებობებზე მოღვაწეობისას.

მკითხველმა შეიყვარა ამ უზადო ხელოვანის „მაღალი ჭერი“, „ათფურცლიანი რვეულები“, „გოგონა რომელსაც ზღვა უყვარს“, „მწვანე ფარდა“, „მეცხრე კარი“ და სხვა. განსაკუთრებულად წარმოჩნდა მწერლის ოსტატობა მის ბოლო ორ რომანში — „ცაში ასროლილი ქუდები“ და „წითელი ღრუბლები“.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 357, თბ., 1994