არჩილ ჩხარტიშვილი
არჩილ ესტატეს ძე ჩხარტიშვილი (დ. 19 იანვარი [ძვ. სტ. 6 იანვარი], 1905, თბილისი — გ. 1980, იქვე) — ქართველი საბჭოთა თეატრის რეჟისორი, სსრკ სახალხო არტისტი (1968), სკკპ წევრი (1945).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1922 წელს დაამთავრა თბილისის პირველი გიმნაზია, სადაც სცენის კულტი ძველთაგანვე იყო დამკვიდრებული. აქვე მიიღო პირველი ნათლობა მოსწავლეთა სპექტაკლებში.
სკოლის დამთავრების შემდეგ რუსთაველის თეატრში ჯერ სცენის მუშა იყო, ასრულებდა ეპიზოდურ როლებს, მონაწილეობდა მასობრივ სცენებში, შემდეგ გახდა რეჟისორის თანაშემწე. მისმა თეატრალურმა „უნივერსიტეტმა“ ჩაიარა მარჯანიშვილისა და ახმეტელის გვერდით, რამაც კეთილისმყოფელი გავლენა მოახდინა ნიჭიერ ახალგაზრდაზე. 1930 წელს გადავიდა ქუთაისის თეატრში და დადგა თავისი პირველი სპექტაკლი ჰაშეკის „ყოჩაღი ჯარისკაცი შვეიკი“. ამის შემდეგ სათავეში ჩაუდგა ჯერ ბათუმის, შემდეგ მარჯანიშვილისა და რუსთაველის თეატრებს. ყველგან, სადაც იღწვოდა, მისი საქმიანობა აღინიშნა მაღალი შემოქმედებითი წარმატებით. რეჟისორის დადგმებს გამოარჩევდა მკვეთრი თეატრალობა და მასობრივი სცენების დინამიკური გადაწყვეტა. ჭეშმარიტად საეტაპო სპექტაკლები დადგა სხვადასხვა თეატრის სცენებზე — ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი“, სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“, მ. მრევლიშვილის „ხარატაანთ კერა“, ი. მოსაშვილის „მისი ვარსკვლავი“, ევრიპიდეს „მედეა“, მ. ელიოზიშვილის „ბებერი მეზურნეები“ და სხვა მრავალი.
1934 წელს არჩილ ჩხარტიშვილი მიავლინეს ჩეჩნეთ-ინგუშეთში, სადაც ჩამოაყალიბა დრამატული დასი და საფუძველი ჩაუყარა პირველ ეროვნულ სახელმწიფო თეატრს. გამოჩენილ რეჟისორს დიდი ღვაწლი მიუძღვის აგრეთვე დაღესტნელებისა და სხვა ჩრდილოკავკასიელთა თეატრალური ხელოვნების განვითარებაში.
სიცოცხლის ბოლო 10 წელი არჩილ ჩხარტიშვილი იყო საქართველოს ფილარმონიის სამხატვრო ხელმძღვანელი. აქ მან მაღალი გემოვნებით დადგა მრავალი თატრალიზებული წარმოდგენა.
ჯილდოები და აღიარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1946 : საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
- 1950 : შრომის წითელი დროშის ორდენი
- 1952 : სტალინური პრემია
- 1958 : საქართველოს სსრ სახალხო არტისტი[1]
- 1960 : რსფსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
- 1968 : სსრკ სახალხო არტისტი
- ოქტომბრის რევოლუციის ორდენი
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯანელიძე, დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 173.
- ბაბუნაშვილი, ზ., ნოზაძე, თ., „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 385, თბილისი, 1994
- მუმლაძე, დ. „თანამედროვე ქართული რეჟისურა“, თბილისი, 1973
- ჯანელიძე, დ. „სახიობა“, წიგნი 2, თბილისი, 1972
- კიკნაძე, ვ. „ქართველი რეჟისორები“, წიგნი 2, თბილისი, 1970
- А. М. Прохоров "Советский Энциклопедический Словарь" მოსკოვი. 1987. გვ. 1506 (რუსული)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დაბადებული 19 იანვარი
- დაბადებული 1905
- გარდაცვლილი 1980
- თბილისში დაბადებულები
- ქართველი თეატრის რეჟისორები
- სტალინური პრემიის ლაურეატები
- სსრკ-ის სახალხო არტისტები
- საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტები
- საქართველოს სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეები
- რსფსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეები
- ჩხარტიშვილები
- საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრები
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- ოქტომბრის რევოლუციის ორდენის კავალრები
- დიდუბის პანთეონში დაკრძალულები