სოფიკო ჭიაურელი
სოფიკო ჭიაურელი | |
---|---|
დაბადების სახელი | სოფიო მიხეილის ასული ჭიაურელი |
დაბადების თარიღი |
21 მაისი, 1937 თბილისი, საქართველოს სსრ |
გარდაცვალების თარიღი |
2 მარტი, 2008 (70 წლის) თბილისი, საქართველო |
აქტიური | 1956—2008 |
მეუღლე(ები) |
გიორგი შენგელაია კოტე მახარაძე |
მშობლები |
მამა: მიხეილ ჭიაურელი დედა: ვერიკო ანჯაფარიძე |
სოფიკო ჭიაურელი (დ. 21 მაისი, 1937 — გ. 2 მარტი, 2008, თბილისი) — საბჭოთა და ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1976), სომხეთის სსრ-ის სახალხო არტისტი (1979). შესრულებული აქვს როლები ასზე მეტ კინოფილმში. სოფიკო ერთადერთი საბჭოთა მსახიობია, რომელიც შვიდჯერ დაჯილდოვდა პრემიით „საუკეთესო ქალის როლისთვის“ საერთაშორისო კონკურსებზე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფიკო ჭიაურელი დაიბადა თბილისში, ლეგენდარული მსახიობის ვერიკო ანჯაფარიძისა და კინორეჟისორ მიხეილ ჭიაურელის ოჯახში. ჰყავდა ორი ძმა: ოთარ ჭიაურელი (1915–1964) და რამაზ ჭიაურელი. სოფიკო ასევე განთქმული კინორეჟისორის გიორგი დანელიას დეიდაშვილი იყო.
1960 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (ბ. ბიბიკოვის სტუდია) 1960–1964 და 1968 წლიდან იყო კოტე მარჯანიშვილის აკადემიური თეატრის მსახიობი, ხოლო 1964–1968 წლებში კი — რუსთაველის თეატრის.
სოფიკო ორჯერ იყო გათხოვილი, პირველად გიორგი შენგელაიას გაჰყვა, შემდეგ კი კოტე მახარაძეს.
გარდაიცვალა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 2008 წლის 2 მარტს თბილისში, 70 წლის ასაკში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში, მეუღლის - კოტე მახარაძის გვერდით.
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1956: „ჩვენი ეზო“ (ციცინო), რეჟ. რევაზ (რეზო) ჩხეიძე
- 1958: „აკვარელი“ (ცოლი) რეჟ. ოთარ იოსელიანი
- 1960: „ამბავი ერთი ქალიშვილისა“ (ლალი)რეჟ. მიხეილ ჭიაურელი
- 1961: „ენგურის ნაპირებზე“ (თამარი) რეჟ. დავით რონდელი
- 1963: „გენერალი და ზიზილები“ (ზოსია) რეჟ. მიხეილ ჭიაურელი
- 1965: „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ (ტასია) რეჟ. მიხეილ ჭიაურელი
- 1965: „ხევსურული ბალადა“ (მზექალა) რეჟ. შოთა მანაგაძე
- 1967: „ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება“ (ელენე) რეჟ. ნანა მჭედლიძე
- 1968: „არ იდარდო!“ (სოფიკო) რეჟ. გიორგი დანელია
- 1968: „ფერისცვალება“ (სოფიკო) რეჟ. ლანა ღოღობერიძე
- 1969: „ბროწეულის ფერი“ (დედოფალი ანა საიათნოვა, ანგელოზი, მონაზონი) რეჟ. სერგო ფარაჯანოვი
- 1970: „ჩერმენი“ რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილი
- 1971: „წუთისოფელი“ (სიდონია) რეჟ. შოთა მანაგაძე
- 1973: „ვერის უბნის მელოდიები“ (ვარდო) რეჟ. გიორგი შენგელაია
- 1974: „ბიჭები იასამნის ქუჩიდან“ (გენრიეტა) რეჟ. ნელი ნენოვა
- 1975: „აურზაური სალხინეთში“ (თამრო) რეჟ. ლანა ღოღობერიძე
- 1976: „ნატვრის ხე“ (ფუფალა) რეჟ. თენგიზ აბულაძე
- 1976: „ქვიშანი დარჩებიან“ (ეკა) რეჟ. გიორგი შენგელაია
- 1977: „შეცდომათა კომედია“ (ლიზა) რეჟ. ვ. გაუზნერი
- 1978: „არევიკი“ (არევიკი) რეჟ. არკადი აირაპეტიანი, არნოლდ აგაბაბოვი
- 1978: „დათა თუთაშხია“ (ნანო თავყელიშვილი) რეჟ. გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე
- 1978: „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ (სოფიკო) რეჟ. ლანა ღოღობერიძე
- 1979: „ალი-ბაბასა და 40 ყაჩაღის თავგადასავალი“ (ზამირა, ალი-ბაბას დედა) რეჟ. ლატიფ ფაიზიევი, უმეშ მეხრა
- 1979: „ძახილი“ (მუსიკის მასწავლებელი) რეჟ. ყარამან (გუგული) მგელაძე
- 1980: „Пощёчина“ (სომხ. Կտոր մը երկինք [ცის ნაჭერი])
- 1980: „ზღაპარი“ რეჟ. კონსტანტინე (კოტე) სურმავა
- 1982: „ეძიეთ ქალი“ (ალისა პოსტიკი) რეჟ. ალა სურიკოვა
- 1984: „ქართველები ცაში“ (მგზავრი) რეჟ. ომარ გვასალია
- 1984: „Каникулы Петрова и Васечкина, обыкновенные и невероятные“ (მანანას ბებია) რეჟ. ვ. ალენიკოვი
- 1984: „ამბავი სურამის ციხისა“ (ვარდო) რეჟისორები დოდო აბაშიძე, სერგო (სარგის) ფარაჯანოვი
- 1986: „Миллион в брачной корзине“
- 1987: „Загон“
- 1988: „აშუღ-ყარიბი" (დედა) რეჟისორები დოდო აბაშიძე, სერგო (სარგის) ფარაჯანოვი
- 1992: „Остров“
- 1992: „Я обещала, я уйду“
- 2000: „ნუცას სკოლა“ (მასწავლებელი) რეჟ. მერაბ კოკოჩაშვილი
- 2002: „Только раз...“ (ვერა)
- 2004: „მთვარიანი ველის სერენადა“ რეჟ. ზაზა ბუაძე
- 2005: „იყიდება აგარაკი“ (სურენის ბებია)
- 2005: „ხელოვანთა კადრებიდან“ რეჟ. შოთიკო კალანდაძე
- 2006: „შუქურა“ (მეზობელი) რეჟ. მარია სააკიანი
ნათამაშები როლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარჯანიშვილის სახელმწიფო დრამატული თეატრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნოდარ დუმბაძე „მე ვხედავ მზეს“ (ხატია), რეჟ. გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე
- ანა აღლაძე „მღელვარე დღეები“ (კიწი) რეჟ. ვერიკო ანჯაფარიძე
- ნიკოლას პერიალისი „ბაფთიანი გოგონა“ (გოგონა) რეჟ. ანზორ ქუთათელაძე
- უილიამ შექსპირი „რომეო და ჯულიეტა“ (ჯულიეტა) რეჟ. ვახტანგ ტაბლიაშვილი
- ჟან ანუი „ჟანა დარკი“ (ჟანა დარკი) რეჟ. ლევან მირცხილავა
- სოფოკლე „ანტიგონე“ (ანტიგონე) რეჟ. დოდო ალექსიძე
- ნიკოლოზ გოგოლი „ქორწინება“ (აგაფია ტიხონოვნა ) რეჟ. დოდო ალექსიძე
- ალექსანდრე ოსტროვსკი „ტალანტები და თაყვანისმცემლები“ ( ნეგინა) რეჟ. დოდო ალექსიძე
- ვინა დელმარი „იქნებ ბავშვები ფრინველებს ჰგვანან?“ (როდა) რეჟ. ვერიკო ანჯაფარიძე
- კარლ გუცკოვი „ურიელ აკოსტა“ (ივდითი) აღადგინა ვერიკო ანჯაფარიძემ
- ფრიდრიხ დიურენმატი „მილიარდერის ვიზიტი“ ( კლარა ცეხანასიანი) რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი
- ივან ბუკოვჩანი „მამლის ყივილამდე“ (მარიკა მონდოკოვა) რეჟ. ნუგზარ გაჩავა
- კიტა ბუაჩიძე „ეზოში ავი ძაღლია“ (სარე) რეჟ. გოგი თოდაძე
- პოლ ზინდელი „გვირილა“ (ბეტი) რეჟ. სოფიკო ჭიაურელი
- ედუარდო დე ფილიპო „ნეაპოლი - მილიონერთა ქალაქი“ (ამალია) რეჟ. გოგი თოდაძე
- ჰენრიკ იბსენი „მოჩვენებანი“ (რეგინა) რეჟ. თემურ ჩხეიძე
- მერაბ ელიოზიშვილი „ბერიკონი“ (იანო) რეჟ. ლევან მირცხულავა
- ლევ ტოლსტოი „ანა კარენინა“ (ანა კარენინა) რეჟ. მედეა კუჭუხიძე
- ტენესი უილიამსი „იგუანას ღამე“ (მექსინ ფოკი) რეჟ. მედეა კუჭუხიძე
- ფრიდრიხ შილერი „ვერაგობა და სიყვარული“ (ლედი მილფორდი) რეჟ. თემურ ჩხეიძე
- ჯაბა იოსელიანი „საქართველოს უკანასკნელი დედოფალი“ (დარეჯანი) რეჟ. მედეა კუჭუხიძე
- ილია ჭავჭავაძე „კაცია ადამიანი“ (დარეჯანი) რეჟ. თემურ ჩხეიძე
- ედუარდო დე ფილიპო „ნეაპოლი მილიონერთა ქალაქი“ (ამალია) რეჟ. გოგი თოდაძე
- რევაზ კლდიაშვილი „საპოვნელა“ (მათიკო ) რეჟ. მედეა კუჭუხიძე
- კარლ გუცკოვი „ურიელ აკოსტა“ (ესთერი) დადგმა კოტე მარჯანიშვილის, აღადგინა სოფიკო ჭიაურელმა
- რევაზ კლდიაშვილი „იადონას თეატრი“ (იადონა) რეჟ. გოგი თოდაძე
რუსთაველის სახელმწიფო დრამატული თეატრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უილიამ შექსპირი „ზაფხულის ღამის სიზმარი“ (ჰერმია) რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი
- ეჟენ ლაბიში „ჩალის ქუდი“ (ანაისი) რეჟ. რობერტ სტურუა
- მაქსიმ გორკი „მდაბიონი“ (ელენა ვასილიევნა) რეჟ. გიორგი ტოვსტონოგოვი
- ბერტოლდ ბრეხტი „სეჩუანელი კეთილი ადამიანი“ (შე-ნტე, შუი-ტა) რეჟ. რობერტ სტურუა
- ჟან ანუი „ანტიგონე“ (ანტიგონე) რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი
ვერიკო ანჯაფარიძის ერთი მსახიობის თეატრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მანლიო სანტანელი „დედა დედოფალი“ (რეჯინა) რეჟ. თენგიზ კოშკაძე
- რევაზ კლდიაშვილი „მარტოობის ბინადარი“ (ეკა) რეჟ. ნანა მჭედლიძე
- ინგა გარუჩავა, პეტრე ხოტიანოვსკი „პლანეტების დაბადება“ (მასხარა)
- გაბრიელ გარსია მარკესი „სიყვარულის სულთათანა“ (გრასიელა) რეჟ. თემურ ჩხეიძე
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1957, 1965, 1966, 1972, 1973, 1976, 1978, 1992 საერთაშორისო ფესტივალის პრიზი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის
- 1967: საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი[1]
- 1976: საქართველოს სახალხო არტისტი[2]
- 1979: სომხეთის სახალხო არტისტი
- 1980: სახელმწიფო პრემია
- 1996: ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემია
- 1997: ღირსების ორდენი
- 1997: თბილისის საპატიო მოქალაქე
- 1998: შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
- 2000: კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია
- 2002: ნ. ჩხეიძის სახელობის პრემია
- 2003: ვერა ხოლოდნაიას სახელობის პრემია, „ეკრანის დედოფალი“
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სოფიკო ჭიაურელი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- სოფიკო ჭიაურელი — ეროვნული ფილმოგრაფია
- სოფიკო ჭიაურელი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- სოფიკო ჭიაურელი - Sofiko Chiaureli
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დაბადებული 21 მაისი
- დაბადებული 1937
- გარდაცვლილი 2 მარტი
- გარდაცვლილი 2008
- ქართველი მსახიობები
- თბილისის საპატიო მოქალაქეები (1997)
- შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატები
- საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტები
- საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტები
- სომხეთის სსრ-ის სახალხო არტისტები
- საპატიო ნიშნის ორდენის კავალრები
- საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები
- სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები
- დიდუბის პანთეონში დაკრძალულები