კარლო საკანდელიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კარლო საკანდელიძე
Karlo Sakandelidze.jpg
კარლო საკანდელიძე
დაბ. თარიღი კარლო საკანდელიძე
1 აპრილი, 1928
ზედა ბზვანი, ქუთაისის მაზრა
გარდ. თარიღი 29 ოქტომბერი, 2010
თბილისი
საქმიანობა მსახიობი

კარლო საკანდელიძე (დ. 1 აპრილი, 1928 — გ. 29 ოქტომბერი, 2010) — ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი. მოღვაწეობდა რუსთაველის თეატრში. საქართველოს სახალხო არტისტი (1974).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარლო საკანდელიძე 1928 წლის 1 აპრილს დაიბადა ქუთაისის მაზრის სოფელ ზედა ბზვანში (ამჟამინდელი ვანის მუნიციპალიტეტი). 1944 წელს დაამთავრა თბილისის ვაჟთა 1 საშუალო სკოლა, იმავე წელს სწავლა განაგრძო რუსთაველის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე.

1949 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობია. რუსთაველის თეატრის სცენაზე მსახიობმა 61 წელი გაატარა, მას 50-მდე კინოროლი და 80-მდე როლი თეატრში აქვს შესრულებული.[1] მისი მნიშვნელოვანი როლებია: გოგია (ლოსვეს ამბავი), გიო (ტარიელ გოლუა), ოსიკო ხარებაძე (შემოდგომის აზნაურები), კუჩარა (ყვარყვარე თუთაბერი), ტოშეკი (რა სიყვარული), ჭინჭრაქა (ჭინჭრაქა), ბუთხუზა (ძველი ყომარბაზები), არისტო ქვაშავაძე (სამანიშვილის დედინაცვალი) გლეხი და ქმარი (კავკასიური ცარცის წრე), კეტსბი (რიჩარდ III), სკრუჯი (შობის ღამის სიზმარი).

კარლო საკანდელიძის პირველი კინოროლი მაგდანას ლურჯაში იყო 1955 წელს, თენგიზ აბულაძისა და რეზო ჩხეიძის ფილმში მან ვანოს როლი შეასრულა. ამ ფილმმა კანის ფესტივალზე ოქროს პალმის რტო დაიმსახურა საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის. მეორე მნიშვნელოვანი ფილმი იყო დათა თუთაშხია, სადაც მან ნიკანდრო ქირია განასახიერა.

1961 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის, ხოლო 1974 წელს საქართველოს სახალხო არტისტის წოდებები. 1998 წელს გახდა საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი. 2008 წლის 23 აპრილს რუსთაველის თეატრთან კარლო საკანდელიძის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

კარლო საკანდელიძე, 2010 წლის ოქტომბერს, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა თბილისში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ.[2] დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.[3]

ჯილდოები და წოდებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარლო საკანდელიძე იყო მკვეთრად სახასიათო და კომიკური ინდივიდუალობის მქონე მსახიობი. მის მიერ შექმნილი სახეები გამოირჩევა დასრულებულობით, მთლიანობით, ეროვნული, სოციალური თუ ასაკობრივი ხასიათების კონკრეტულობით და სიცხადით. სხვადასხვა ტიპის ხასიათების პერსონიფიცირებას მსახიობი დეტალების, ნიუანსების, მხატვრული ხერხების სახოვანძიებებით და გონებამახვილური მიგნებებით აღწევდა. ახასიათებდა შემოქმედებითი აქტიურობა, შინაგანი ექსპრესია, ტემპერამენტი, სასცენო გარდასახვის დიდი უნარი.

სხვადასხვა დროს მიღებული აქვს სხვადასხვა წოდებები და აღიარებები:

  • 1958 – საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი
  • 1974 – საქართველოს სსრ სახალხო არტისტი
  • 1998 – ღირსების ორდენის კავალერი
  • 2008 – რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა კარლო საკანდელიძის ვარსკვლავი.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი სახელწოდება როლი
1955 მაგდანას ლურჯა ვანო მოჯამაგირე
1957 საბუდარელი ჭაბუკი
1959 დღე უკანასკნელი, დღე პირველი
1960 კარდაკარ თავადი
1964 ზღვის შვილები
1964 გზაში ხულიგანი
1965 პიერი მილიციის თანამშრომელი კარლო
1967 ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება
1967 ჩემი მეგობარი ნოდარი ბიპოლსკი
1967 მალე გაზაფხული მოვა სავლე
1968 ჯვარცმული კუნძული გიოლება
1968 არ იდარდო! დოდო
1969 სინათლე ჩვენს ფანჯრებში მალხაზი
1969 მოლოდინი
1970 ჩემი ქალაქის ვარსკვლავი ფარნაოზი
1971 გათენების წინ რაჟდენი
1973 წკიპურტები კასიანე
1973 მოვდივართ და მოვიმღერით ბარმალეი
1974 ღამის ვიზიტი
1975 ღვინის ქურდები ზაქრო
1976 ფაცურა
1977 მიმინო
1977 რაჭა, ჩემო სიყვარულო ზაურის მამა
1977 ესკულაპეს მოწაფე კუკური
1978 დათა თუთაშხია ნიკანდრო ქილია
1978 შესვენება
1978 XIX საუკუნის ქართული ქრონიკა ერაძე
1979 კომბლე მოურავი
1979 ნიკა მთაში
1981 მსაჯი
1982 სევდიანი საყვირი
1984 ქართველები ცაში
1984 ადამიანთა სევდა ბიბღაი
1985 ბატონი ავანტიურისტები კოსტაია
1986 სიზმარა
1986 ახალი არკადია ევტიხი
1988 გრაციოზო
1988 ქველი (კეთილისმყოფელი)
1988 შარვალი ბუაძე
1989 ცოდვის შვილები
1990 ოჰ, ეს საშინელი, საშინელი ტელევიზორი ხარიტონ კენჭაძე
1994 ჩონგური (მანქანის ქურდები)
1996 რა გაცინებს?
1998 ჩემი ძვირფასი, სანატრელი ბაბუ სიმღერის მასწავლებელი
2001 უჩინარი
2003 6 და 7

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]