ლილი იოსელიანი
ლილი იოსელიანი | |
---|---|
![]() რეჟისორი | |
დაბადების თარიღი |
25 მარტი, 1922 თბილისი |
გარდაცვალების თარიღი |
14 მაისი, 2014 (92 წლის) თბილისი |
დაკრძალულია | დიდუბის პანთეონი |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა | საქართველო |
მშობლები |
მამა: კონსტანტინე იოსელიანი დედა: ალექსანდრა ჟღენტი |
ჯილდოები | შოთა რუსთაველის პრემია |
ლილი (ელენე) კონსტანტინეს ასული იოსელიანი (დ. 25 მარტი, 1922, თბილისი — გ. 14 მაისი, 2014, იქვე) ― ქართველი რეჟისორი. პროფესორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1976).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლილი (ელენე) იოსელიანი დაიბადა 1922 წლის 25 მარტს. მისი მშობლები იყვნენ ალექსანდრა ჟღენტი და კონსტანტინე იოსელიანი. ძმა — ჯაბა იოსელიანი.
1945 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი (პროფესორ გიორგი ტოვსტონოგოვის კლასი). 1946–1949 წლებში იყო მოზარდ მაყურებელთა თეატრის, ხოლო 1949–1957, 1960–1962 და 1965–1966 წლებში მარჯანიშვილის თეატრის დამდგმელი რეჟისორი. 1957–1960, 1962–1963, 1966–1969 წლებში იყო გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, 1963–1965 წლებში კი თბილისის სანკულტურის თეატრის მთავარი რეჟისორი. 1969–1972 წლებში იყო რუსთაველის თეატრის დამდგემელი რეჟისორი.
ამ თეატრების გარდა ცალკეული დადგმები განახორციელა ქუთაისისა და რუსთავის თეარებში.
1945 წლიდან გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა თეატრალურ უნივერსიტეტში.
ლილი იოსელიანი 2014 წლის 14 მაისს, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
მნიშვნელოვანი დადგმები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბერნარდ შოუ: „პიგმალიონი“
- მაქსიმ გორკი: „ფსკერზე“
- მაქსიმ გორკი: „მდაბიონი“
- ანტონ ჩეხოვი: „სამი და“
- ფიოდორ დოსტოევსკი: „იდიოტი“
- უილიამ შექსპირი: „აურზაური არაფრის გამო“
- უილიამ შექსპირი: „რომეო და ჯულიეტა“
- უილიამ შექსპირი: „ჰამლეტი“
- უილიამ შექსპირი: „ქარიშხალი“
- უილიამ შექსპირი: „მეთორმეტე ღამე“
- გერჰარტ ჰაუპტმანი: „მშვიდობის დღესასწაული“
- მერაბ ელიოზიშვილი: „ბებერი მეზურნეები“
- რეზო თაბუკაშვილი: „რას იტყვის ხალხი“
- ჯონ ბოინტონ პრისტლი: „დრო და ქონვეის ოჯახი“
- დავით კლდიაშვილი: „დარისპანის გასაჭირი“
- დავით კლდიაშვილი: „ირინეს ბედნიერება“ და მრავალი სხვა.
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1981: „დები წყვდიადში“ (ბურნარდა ალბა) რეჟ. ბიძინა ჩხეიძე
- 1984: „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“ (ეფემია წერეთელი) რეჟ. გიორგი შენგელაია
- 1985: „წყარო“ (ბებია ვარო) რეჟ. დარია ხოჯავა
- 1987: „ფესვები“ რეჟ. ყარამან (გუგული) მგელაძე
მასზე გადაღებულია დოკუმენტური ფილმი „ოსტატობის გაკვეთილი“.
წიგნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დიმიტრი ხვთისიაშვილი – „ლილი იოსელიანი“.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რუსთაველის პრემია
- კოტე მარჯანიშვილის პრემია
- 1976: საქართველოს სსრ სახალხო არტისტი[1]
- საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლილი იოსელიანი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ლილი იოსელიანი — ეროვნული ფილმოგრაფია
- რეჟისორი ლილი იოსელიანი გარდაიცვალა. ნეტგაზეთი. 2014.05.14
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დაბადებული 25 მარტი
- დაბადებული 1922
- გარდაცვლილი 14 მაისი
- გარდაცვლილი 2014
- თბილისში დაბადებულები
- ქართველი რეჟისორები
- ქართველი მსახიობები
- საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კურსდამთავრებულები
- საქართველოს სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეები
- საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტები
- შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატები
- კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატები
- იოსელიანები
- დიდუბის პანთეონში დაკრძალულები