ალექსი მიმინოშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ალექსი იაკობის ძე მიმინოშვილი (დ. 3 (16) ნოემბერი1911, სოხუმი — გ. 12 თებერვალი, 1967, თბილისი) — ქართველი არქიტექტორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, სსრ კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1950).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბავშვობიდანვე გატაცებული იყო არქიტექტურით. ამიტომ შვიდი კლასის შემდეგ, ჯერ დაამთავრა სოხუმის ინდუსტრიული ტექნიკუმის სამშენებლო ფაკულტეტი, ხოლო 1933 წელს თბილისის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტი არქიტექტურის სპეციალობით.

თავისი ნიჭითა და შრომისმოყვარეობით მალე მოიპოვა ავტორიტეტი არქიტექტორთა და მშენებელთა წრეებში. სხვადასხვა დროს განაგებდა წამყვან საკონსტრუქტორო ბიუროებს. მისი პროექტით აიგო საცხოვრებელი სახლები სოხუმში, თბილისში, კონიაკის ქარხნის მთავარი კორპუსი, სასტუმრო წინანდალში, სადეგუსტაციო დარბაზი და მარანი დიღომში, კვების მრეწველობის რამდენიმე მნიშვნელოვანი საწარმო. იგი შემოქმედებითად იყენებდა კლასიკური და ეროვნული ხუროთმოძღვრების ფორმებს, ამასთან თამამად და აგბედულად აქსოვდა შიგ საკუთარ ორიგინალურ ჩანაფიქრს.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 274, თბ., 1994