ოთარ რამიშვილი
იერსახე
ოთარ რამიშვილი (დ. 24 ოქტომბერი, 1934 — გ. 6 ოქტომბერი, 2011) — ქართველი მომღერალი, კომპოზიტორი, პოეტი, თბილისის კოლორიტი. 2009 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება[1]. ოთარ რამიშვილის მიერაა დაწერილი და შესრულებული ჰიტები „ფუტკარი“, „რიჟრაჟი“, „ბულბულის სტვენა“, „მარტის თვეა შენი“, „თბილისო“ და სხვა[2]. კომპოზიტორია ფილმისა „მამა“ (1984).
გარდაიცვალა 2011 წლის 6 ოქტომბერს 76 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ[2][3]. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში[4].
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოთარ რამიშვილის პროფილი დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. ეროვნული ფილმოგრაფიის საიტზე.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ვინ იყვნენ და ვინ არიან “თბილისის საპატიო მოქალაქები“. Presage.TV. 24.10.2010
- ↑ 2.0 2.1 ოთარ რამიშვილი გარდაიცვალა. ახალი ამბების სააგენტო „GHN“. 06.10.11
- ↑ ოთარ რამიშვილი გარდაიცვალა დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine. . პრესა.ge. 06.10.2011
- ↑ ოთარ რამიშვილი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს[მკვდარი ბმული]. „პირველი არხი“. 12-10-2011