გოგი გეგეჭკორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გოგი გეგეჭკორი
დაბ. სახელი გიორგი გეგეჭკორი
დაბ. თარიღი 23 თებერვალი, 1923
თბილისი, საქართველოს სსრ
გარდ. თარიღი 11 მარტი, 2003
თბილისი, საქართველო
ეროვნება საქართველოს დროშა საქართველო
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1954-2003
რელიგია მართლმადიდებელი
მეუღლე(ები) ნათელა ურუშაძე
შვილ(ებ)ი მანანა,
გიორგი
მშობლები მამა: ლადო გეგეჭკორი
დედა: თამარ გელოვანი

გიორგი გეგეჭკორი (დ. 23 თებერვალი, 1923, თბილისი — გ. 11 მარტი, 2003, თბილისი) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1955).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გიორგი გეგეჭკორი დაიბადა 1923 წლის 23 თებერვალს, პედაგოგ თამარ გელოვანისა და პოეტ ვლადიმერ გეგეჭკორის ოჯახში.[1] მათ ოჯახში ხშირად იყრიდნენ თავს ქართული კულტურის სხვადასხვა დარგის მოღვაწეები. მათი საუბრები უმეტესად ხელოვნების სფეროს შეეხებოდა. გიორგი ყოველთვის გატაცებით უსმენდა მათ, ფიქრობდა, კითხულობდა თეატრის შესახებ ყველაფერს, რაზეც კი ხელი მიუწვდებოდა. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, გეგეჭკორი შევიდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში სამსახიობო ფაკულტეტზე. 1944 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობია. მოღვაწეობდა კინოსა და ტელევიზიაში. ეკრანზე ორმოცამდე დიდი თუ მცირე როლი განასახიერა. რადიოში, სტუდენტობიდან მოყოლებული, კითხულობდა ლექსებს, მოთხრობებს, ზღაპრებს, იგავ-არაკებს, ქმნიდა საინტერესო სახეებს რადიოდადგმებში. უფრო გვიან, როდესაც გეგეჭკორი უკვე აღიარებული, პოპულარული მსახიობი გახდა, მის ცხოვრებაში ხელოვნების კიდევ ერთი დარგი – ტელევიზია შემოვიდა. არც არაფერი იყო გასაკვირი იმაში, რომ თავისი საქმის ოსტატი, პირველი ნაბიჯებიდანვე ქართული ტელევიზიის მუდმივი თანამგზავრი გახდა.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გიორგის ლექციები გვიან უმთავრდებოდა და იგი მის მომავალ ცოლს ნათელას ყოველთვის აცილებდა სახლამდე. მოგვიანებით, გოგონა შინაც ეპატიჟებოდა თავაზიან ყმაწვილს და ჭიქა ჩაიზე აგრძელებდნენ საუბარს ხელოვნებაზე, თეატრზე, სპექტაკლებზე. ნათელას დედას არ გამოჰპარვია ვაჟის ხშირი სტუმრობა და ერთხელაც, როცა მესამე ჭიქა ჩაი დალიეს, სტუმარი კი წასასვლელად ისევ ფეხს ითრევდა, სიცილით უკითხავს ქალიშვილისთვის: ვერ ხედავ, რომ ამ ჩვენს სტუმარს არ უნდა წასვლა, ხომ არ დაგვეტოვებინაო? გიორგის გაღიმებია და ნათელასთვის უთქვამს: ხომ ხედავ, დედაშენი ხვდება და შენ რით ვერ მიგახვედრე, რომ ჩვენი ურთიერთობა დიდი ხანია მეგობრულს გასცდაო. ამის შემდეგ მათ 1953 წლის 14 მარტს იქორწინეს. სტალინი ახალი გარდაცვლილი იყო, ამიტომაც მათ მხოლოდ ხელი მოაწერეს, ქორწილი კი აღარ გადაუხდიათ. მათ ორი შვილი შეეძინათ : მანანა და გიორგი. ქალიშვილი — ფსიქოლოგია, ვაჟი კი — ფერმწერი[2]

თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1944 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში, სადაც 120-მდე როლი შეასრულა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მიხეილ მრევლიშვილის პიესაში „[[ბედი მგოსნისა]“ განსახიერებული ნიკოლოზ ბარათაშვილის როლი. ამ სპექტაკლმა დიდი პოპულარობა მოუტანა გიორგი გეგეჭკორს. შემდეგ შეასრულა სხვადასხვა როლები : მგელი („ჭინჭრაქა“), ჰამლეტი („ჰამლეტი“) და სხვ. ნოდარ დუმბაძის „თეთრ ბაირაღებში“ ტიგრან გულოიანის როლი ხუთასზე მეტჯერ ითამაშა. დავით კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალში“, სადაც გიორგი გეგეჭკორი პლატონ სამანიშვილის როლს ასრულებდა, საეტაპო მნიშვნელობა ჰქონდა რუსთაველის თეატრისთვის. იგი ითვლება ქართული თეატრის პატრიარქად.

კინო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1954 წელს პირველად მიიღო მონაწილეობა კინოში, ის სიკო დოლიძემ მიიწვია ფილმში ჭრიჭინა, ლევანის როლზე. კინოში შეასრულებული აქვს 33 როლი. იწვევდნენ საბჭოთა კავშირის კინოსტუდიებშიც. გიორგი გეგეჭკორი გამოირჩეოდა ქართულ და რუსულ ენაზე დახვეწილი მეტყველებით, უნარით ზუსტად, ზოგჯერ ფარული ირონიით, გროტესკით, ტრაგიზმითა თუ სევდით, გადმოეცა სათქმელი. მიიჩნეოდა მხატვრული თუ საავტორო ტექსტის საუკეთესო მკითხველად. მის მიერ სანდრო კარიძის როლი ფილმ დათა თუთაშხიაში საოცარი სამსახიობო ნიჭითაა შესრულებული. მისი დახვეწილი მანერა, სამხსახიობო ოსტატობა, მისი გენია გულგრილს ვერავის ტოვებს. მისი უკანასკნელი როლი ფილმი 6 და 7 აღმოჩნდა 2003 წელს.

მოგონებები გიორგი გეგეჭკორზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიხეილ თუმანიშვილი: „თუ გიყვართ თქვენ სიცილი. გინდათ, გულიანად იცინოთ. თუ გსურთ, დატკბეთ კომედიის მსახიობის ბრწყინვალე ოსტატობით, მაშინ დაუყოვნებლივ შეეცადეთ, იშოვოთ ბილეთი რუსთაველის თეატრის სპექტაკლზე „ამბავი სიყვარულისა“ და ნახეთ გიორგი გეგეჭკორი, რომელიც ამ სპექტაკლში ასრულებს ექვთიმე ქათამაძის როლს“.

ნათელა ურუშაძე : „გიორგი რბილი ხასიათის, ბუზღუნა, მაგრამ უხმაურო ადამიანი იყო. ჰქონდა კარგი იუმორი, რომელსაც უფრო ხშირად თავდაცვისთვის იშველიებდა. გიორგი საოცრად ყურადღებიანი მეუღლე და მამა იყო. არ მახსოვს, უცხოეთში წასულს, ჩვენთვის არ ჩამოეტანოს უამრავი საჩუქარი“.

გიორგი გეგეჭკორი გარდაიცვალა 2003 წლის 11 მარტს. დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი სახელწოდება როლი პრიზი
1954 „ჭრიჭინა“ ლევანი
1956 „ეთერის სიმღერა“ ნესტორი
1956 „აბეზარა“ ვახტანგი
1957 „ქალის ტვირთი“ ნიკო
1959 „წარსული ზაფხული“ ბესარიონი
1962 „თოჯინები იცინიან“
1962 „ექიმი მიდის ფეხბურთზე“
1962 „ანკესი და სეინერი“
1962 „არდაგეგებზე“ მამა
1967 „ქალაქი ადრე იღვიძებს“
1967 „ჩემი მეგობარი ნოდარი“ ლოგიკის მასწავლებელი
1968 „ბიჭი და ჩიტი“
1970 „წყალდიდობა“ ფრენჩიანი კაცი
1971 „სამკაული სატრფოსთვის“ ჟანდარი
1972 „ჩარი რამა“ დირიჟორი
1973 „ვერის უბნის მელოდიები“ ფარმაცევტი სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალი - 1977
1974 „ღამის ვიზიტი“ გოგოლაძე
1975 „საქმე გადაეცემა სასამართლოს“ სართანია
1975 „გაქცევა გათენებისას“ ლონგინოზი
1975 „აურზაური სალხინეთში“ დათიკო
1976 „ბაკულას ღორები“ გალაკტიონი
1976 „ნატვრის ხე“ ჩაჩიკა მთავარი პრიზი და დიპლომი რიგის X საკავშირო კინოფესტივალზე — 1977
ჟიურის სპეციალური პრიზი : "ოქროს ჯიხვი" საუკეთესო რეჟისურისათვის თეირანის VI საერთაშორისო კინოფესტივალზე — 1977
ჩეხოსლოვაკია-სსრკ მეგობრობის საზოგადოების პრემია, პრიზი კარლოვი-ვარის XXI საერთაშორისო კინოფესტივალზე — 1978
ჩიკაგოს კინოს ფესტივალი, ოქროს ჰიუგო(ნომინირებული : საუკეთესო სრულმეტრაჟიანი კინორეჟისურასთვის) — 1978
პრემია დონატელოს „დავითი“ იტალიაში საერთაშორისო კონკურსზე — 1979
რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია — 1979
კინოპრესის საერთაშორისო ფედერაციის პრემია „ფიპრესი“ კაბურში რომანტიკული ფილმების I საერთაშორისო კინოფესტივალზე — 1983
1978 „დათა თუთაშხია“ სანდრო კარიძე
1978 „ბათა ქექია“ საბა
1979 „კაცია ადამიანი?!“ მოსე
1981 „მოხუცი მემანქანე“
1982 „სევდიანი საყვირი“
1987 „ფესვები“ 1987 ჯანდიერი
1998 „ქველი“
1991 „სიბრძნე სიცრუისა“
1996 „რა გაცინებს?“ „მანა-96“ თბილისი1996
2001 „ანთიმოზ ივერიელი“ ევერთ მონასტრის ბერი
2003 „6 და 7“ მონაკოს კინოს ფესტივალი — 2005 (საუკეთესო მუსიკალური გაფორმება)
სანპაულოს საერთაშორისო კინოფესტივალი — 2004

დამსახურებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]