თენგიზ სუხიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

თენგიზ ილიას ძე სუხიშვილი (დ. 21 ივლისი, 1938, თბილისი ― გ. 25 მარტი, 2007, თბილისი) — ქართველი მოცეკვავე, ქორეოგრაფი, ქართული ნაციონალური ბალეტის ყოფილი დირექტორი. საქართველოს სახალხო არტისტი (1971). თბილისის საპატიო მოქალაქე (1999).

ილია სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის ვაჟიშვილი. 1961 წელს დაამთავრა შრომის წითელი დროშის ორდენოსანი საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მსუბუქი მრეწველობის ფაკულტეტი. 1953 წლიდან საქართველოს ქართული ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის წამყვანი სოლისტი. 1969 წლიდან ანსამბლის ქორეოგრაფი. 1958 წლიდან — სამხატვრო ხელმძღვანელი (ნ. რამიშვილთან ერთად). აღსანიშნავია მის მიერ შესრულებული სოლო პარტიები ცეკვებში „სიმდი“, „ქაჯეთის აღება“, „ხონგა“, „ხევსურული“, „შეჯიბრი“ და სხვა. დადგმები: „ხონგა“, „მხედრული“, „მთიულური“, „შეჯიბრი“, „გამარჯვება“, „ანანური“, ქორეოგრაფიული კომპოზიცია „საკოლმეურნეო“ და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]