შალვა თაქთაქიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თაქთაქიშვილი.

შალვა მიხეილის ძე თაქთაქიშვილი (დ. 27 აგვისტო, 1900, სოფელი ქვემო ხვითი, ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტი — გ. 18 ივლისი, 1965, თბილისი) — ქართველი კომპოზიტორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ცნობილი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის მიხეილ თაქათაქიშვილის ოჯახში. 1928 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია, პროფესორ ს. ბარხუდარიანის საფორტეპიანო კლასი. 1928 წლიდან იწყებს პედაგოგიურ მოღვაწეობას — ჯერ ბათუმში, შემდეგ თბილისის კონსერვატორიაში, რომლის პროფესორიც იყო 1941 წლიდან. აქ იგი ხელმძღვანელობდა საოპერო კლასის და დირიჟორობდა საოპერო სტუდიის ორკესტრს.

შალვა თაქთაქიშვილმა საკომპოზიციო მოღვაწეობა ჯერ კიდევ 1922 წლიდან დაიწყო. იგი იყო საქართველოში კამერულ-ინსტრუმენტული ჟანრის ერთ-ერთი პიონერი. მან შექმნა 2 სიმებიანი კვარტეტი, ორი საფორტეპიანო ტრიო, სავიოლონჩელო სიმღერები „ურმული“ და „იავნანა“.

კომპოზიტორის ნაწარმოებებიდან არსანიშნავია ოპერები „დეპუტატი“, „ოთარაანთ ქვრივი“, საბავშვო ოპერები „ყვავილთა სამყარო“, „პირველი მაისი“, „შემოდგომა, განთიადი“, ბალეტი „მალთაყვა“, „სიმფონიეტა“, „საზეიმო უვერტიურა“ რომანსები, სიმღერები და მრავალი სხვა.

შალვა თაქთაქიშვილს დიდი წვლილი მიუძღვის „საქართველოს ახალგაზრდა მუსიკოსთა საზოგადოების“ დაარსებასა და ქართული სიმფონიური ორკესტრის შექმნაში.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, თბ., 1994