ბიძინა კვერნაძე
ბიძინა კვერნაძე | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 29 ივლისი, 1928 |
დაბ. ადგილი | თბილისი |
გარდ. თარიღი | 8 ივლისი, 2010 (81 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი |
დასაფლავებულია | დიდუბის პანთეონი |
ჟანრ(ებ)ი | კინო მუსიკა, კლასიკური მუსიკა |
საქმიანობა | კომპოზიტორი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | ფორტეპიანო |
აქტიური | 1959-2010 |
საიტი | bidzina-kvernadze.narod.ru/index.htm |
ბიძინა კვერნაძე (დ. 29 ივლისი, 1928 — გ. 8 ივლისი, 2010[1]) — ქართველი კომპოზიტორი. საქართველოს სახალხო არტისტი (1979), ზაქარია ფალიაშვილისა (1981) და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიების (1985) ლაურეატი, თბილისის საპატიო მოქალაქე (1996), ღირსებისა (1998) და წმიდა გიორგის ოქროს ორდენების (2009) კავალერი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბიძინა კვერნაძე დაიბადა 1928 წლის 29 ივლისს ქ. სიღნაღში. მამა — ალექსანდრე კვერნაძე — ქ. სიღნაღის აფთიაქის გამგე იყო. დედა — ნინო ნადირაშვილი, მუსიკის მასწავლებელი. ერთხანს თბილისში, ზაქარია ფალიაშვილთან მეცადინეობდა, შემდეგ სწავლა გერმანიაში განაგრძო.
5 წლის იყო ბიძინა, როდესაც დედა გარდაეცვალა, სწორედ მისი სურვილი იყო, რომ ის მუსიკოსი გამხდარიყო. 17 წლის ბიძინა კვერნაძე ნიჭიერთა ათწლედის ბაზაზე გახსნილ სკოლა-ინტერნატში ჩაირიცხა. მას ინსტრუმენტად — კონტრაბასი ერგო. სწორედ მაშინ გამოჩნდა ქალბატონი ტერეზა არონიშიძე, ვინც მის მუსიკალურ ბიოგრაფიაში გადამწყვეტი როლი შეასრულა.
1948 წელს ბიძინა კვერნაძემ საგამოცდო კომისიას წარუდგინა თავისი ნაწარმოებები და იგი ფრიადოსნის ნიშნით ჩაირიცხა კონსერვატორიის თეორიულ-საკომპოზიციო ფაკულტეტის პირველ კურსზე.
1953 წელს დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციის კლასი (პედ. ანდრია ბალანჩივაძე). მისი სადიპლიმო ნაწარმოები, სიმფონიური პოემა „შემოღამება მთაწმინდაზე“ (ნიკოლოზ ბარათაშვილის მიხედვით) შესრულდა საქართველოს სიმფონიური ორკესტრის მიერ ზ. ხუროძის დირიჟორობით. იმავე წელს ბ. კვერნაძე მიიღეს საკავშირო კომპოზიტორთა კავშირის წევრად. 1959 წელს ჩატარდა „ამიერკავკასიის მუსიკალური გაზაფხული“, რომელზეც წარმატებით შესრულდა კვერნაძის სავიოლინო კონცერტი. არამ ხაჩატურიანის რეკომენდაციით კონცერტი გაიგზავნა ვენაში ახალგაზრდობის მსოფლიო ფესტივალზე, სადაც მიავლინეს ავტორიც და იგი სამახსოვრო მედლით დაჯილდოვდა. ამვე წელს დაიწერა „ცეკვა-ფანტაზია“ სიმფონიური ორკესტრისათვის, რომელიც სავიოლინო კონცერტთან ერთად ბევრჯერ აჟღერდა აშშ-ში, შვეიცარიაში, პოლონეთში, უნგრეთში და სხვ. ამ სიმფონიისათვის კომპოზიტორმა საკავშირო კონკურსის პირველი ხარისხის დიპლომი მიიღო. იგი შეიტანეს ერთტომეულში „ორმოცდაათი საუკეთესო სიმფონია“.
1963 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას. არის საქართველოს სახალხო არტისტი.
1965 წელს დაიდგა ბ. კვერნაძის ბალეტი „ქორეოგრაფიული ნოველები“ (ლ. გუდიაშვილის სურათების მიხედვით), 1973 წელს _ ბალეტი „ბერიკაობა“, 1983 წელს _ ოპერა „იყო მერვესა წელსა“ („შუშანიკის წამების“ მიხედვით, რეჟ. რ. სტურუა), 1992 წელს ციურიხში, თანამედროვე მუსიკის მსოფლიო ფესტივალზე, პირველად შესრულდა სიმფონია დიდი სიმებიანი ორკესტრისათვის.
ბიძინა კვერნაძის რჩეული ქმნილებებია: „ჩვენისთანა ბედნიერი“ (1987), „მედეა“ (1992), „უკვდავება“ (1971), „კანტატა; საქართველოზე“ _ ბარიტონის, შერეული გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის (1974), „სადღესასწაულო უვერტიურა“ (1977), „ძველი ქართული წარწერები“ _ ტენორისა და სიმფონიური ორკესტრისათვის (1978), „სიმფონია დიდი სიმებიანი ორკესტრისათვის“ (1986). ბ. კვერნაძეს შექმნილი აქვს მუსიკა ოცდაათზე მეტი ფილმისათვის, მათ შორის მრავალსერიანი ფილმისათვის „დათა თუთაშხია“ (ჯ. კახიძესთან ერთად). მუსიკალურად გააფორმა სპექტაკლები: „ჭინჭრაქა“, „ყვარყვარე თუთაბერი“, „ზაფხულის ღამის სიზმარი“, „მე ვხედავ მზეს“.
1981 წელს მიენიჭა ზ. ფალიაშვილის სახელობის პრემია. 1985 წელს ბ. კვერნაძეს ოპერისათვის „იყო მერვესა წელსა“ და უკანასკნელი წლების კინომუსიკისათვის მიენიჭა შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია.
1996 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. 1998 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. 2003 წელს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ საზეიმოდ გაიხსნა ბიძინა კვერნაძის სახელობის ვარსკვლავი.
2010 წლის 8 ივლისს ბიძინა კვერნაძე გარდაიცვალა ქ. თბილისში. 11 ივლისს იგი დაკრძალეს დიდუბის ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
რჩეული ნამუშევრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კომპოზიტორი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1959 — „განაჩენი“, რეჟისორი ლ. ხოტივარი
- 1960 — „ლევანა“, რეჟისორი ლ. გორდელაძე
- 1961 — „უდიპლომო სასიძო“, რეჟისორი ლ. ხოტივარი
- 1961 — „ჭიაკოკონა“, რეჟისორი ი. ქავთარაძე
- 1961 — „მღერის ბორჯომის ნაძვი“, რეჟისორი მ. ჯალიაშვილი
- 1965 — „სალამურას თავგადასავალი“, თოჯინური ფილმი
- 1966 — „შეხვედრა მთაში“, რეჟისორი ნ. სანიშვილი
- 1967 — „ქალაქი ადრე იღვიძებს“, რეჟისორი ს. დოლიძე
- 1970 — „სვეტიცხოველი“, რეჟისორი ო. ჭიაურელი.
- 1975 — „ჩირიკი და ჩიკოტელა“, რეჟისორი ლ. ხოტივარი
- 1976 — ნატვრის ხე, რეჟისორი თ. აბულაძე
- 1975 — ანთიმოზ ივერიელი, რეჟისორი გ. ჭოხონელიძე
- 1976 — დათა თუთაშხია, რეჟისორები: გ. ლორთქიფანიძე, გ. გაბესკირია
- 1976 — „ბაკულას ღორები“, რეჟისორი ბ. რაჭველიშვილი
- 1976 — „სიყვარული, ხანძარი და პომპიერო“, რეჟისორი გ. პატარაია
- 1982 — „მე დავბრუნდები“, რეჟისორი მ. თავაძე
- 1990 — „თეთრი ბაირაღები“, რეჟისორი გ. ლორთქიფანიძე
- 1996 — „წარსულის აჩრდილები“, რეჟისორი ლ. თუთბერიძე
- 1983 — „წიგნი ფიცისა“, რეჟისორი გ. ლორთქიფანიძე
- 1986 — „ნეილონის ნაძვის ხე“, რეჟისორი რ. ესაძე
- 2002 — „ანთიმოზ ივერიელი“, რეჟისორი გ. ჭოხონელიძე
მუსიკა დრამატული სპექტაკლებისათვის
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1955 — საქმიანი კაცი რუსთაველის თეატრი. დადგმა მ. თუმანიშვილისა.
- 1955 — ამბავი სიყვარულისა რუსთაველის თეატრი. დადგმა მ. თუმანიშვილისა.
- 1962 — ჭინჭრაქა რუსთაველის თეატრი. დადგმა მ. თუმანიშვილისა.
- 1963 — ზაფხულის ღამის სიზმარი რუსთაველის თეატრი. დადგმა მ. თუმანიშვილსა.
- 1963 — დარისპანის გასაჭირი რუსთაველის თეატრი. დადგმა მ. თუმანიშვილისა.
- 1964 — მე ვხედავ მზეს. რუსთაველის თეატრი. დადგმა მ. თუმანიშვილისა.
- 1965 — ჯარისკაცი ჯარისკაცია — მოსკოვის ლენინური კომკავშირის სახ. თეატრი. დადგმა მ. თუმანიშვილისა
- 1966 — გვადი ბიგვა — მოსკოვის ლენინური კომკავშირის სახ. თეატრი. დადგმა
- 1967 — სირანო დე ბერჟერაკი. რუსთავის თეატრი. დადგმა გ. ლორთქიფანიძის.
- 1974 — საბრალდებო დასკვნა — რუსთაველის თეატრი.
- 1974 — ყვარყვარე თუთაბერი — რუსთაველის თეატრი.
- 1983 — დაკრძალვა კალიფორნიაში — რუსთაველის თეატრი.
- 1983 — თვალი პატიოსანი — რუსთაველის თეატრი.
ნაწარმოებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნოტების სახით გამოცემული ნაწარმოებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1956 — კონცერტი ვიოლინოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის
- 1959 — ცეკვა-ფანტაზია სიმფონიური ორკესტრისათვის
- 1961 — 1 სიმფონია
- 1965 — ქორეოგრაფიული პოემა „სერაფიტა“ დიდი სიმფონიური ორკესტრისათვის
- 1966 — საფორტეპიანო კონცერტი N2
- 1966 — პიესა სიმებიანი ორკესტრისათვის „მოლოდინი“
- 1968 — უვერტიურა-სკერცო სიმფონიური ორკესტრისათვის
- 1971 — კანტატა უკვდავება (მიძღვნილი ი. გაგარინისადმი)
- 1971 — კანტატა საქართველოზე (ბარიტონის, შერეული გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის)
- 1977 — სადღესასწაულო უვერტიურა სიმფონიური ორკესტრისათვის
- 1978 — ძველი ქართული წარწერები (ტენორისა და სიმფონიური ორკესტრისათვის)
- 1979 — ვოკალურ-სიმფონიური პოემა მეცო სოპრანოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის
- 1971 — ქორეოგრაფიული პოემა „ბერიკაობა“ დიდი სიმფონიური ორკესტრისათვის
- 1984 — უვერტიურა სიმფონიური ორკესტრისათვის
- 1986 _ საფორტეპიანო პიესების კრებული (რედაქტორი რ. გორელაშვილი)
- 2000 — „შემოდგომის ყვავილებს“, სიმღერების კრებული
- 2006 — სიმღერები
დისკოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1962 — საფორტეპიანო კონცერტი N1, სოლისტი გ. ქავთარაძე
- 1962 — 1 სიმფონია
- 1965 — უვერტიურა-სკერცო სიმფონიური ორკესტრისათვის.
- 1966 — საფორტეპიანო კონცერტი N2, სოლისტი ე.ვირსალაძე, დირიჟორი ჯ.კახიძე
- 1966 — ორი კომპაქტდისკი (ხმის რეჟისორი მიხეილ კილოსანიძე, რედაქტორი მანანა ახმეტელი, ტექსტის ავტორი ნატო მოისწრაფიშვილი, მხატვრები თენგიზ მირზაშვილი და გოგი კვერნაძე).
- 1968 — უვერტიურა-სკერცო სიმფონიური ოკრესტრისათვის.
2006 წელს გია ყანჩელის ხელშეწყობით, გამოიცა კომპაქტდისკი, რომლის ხმის რეჟისორი არის მიხეილ კილასონიძე, რედაქტორი მანანა ახმეტელი, ტექსტის ავტორი ნატო მოისწრაფაშვილი. ალბომი გააფორმაა სანდრო ყანჩელმა. დისკზე დატანილია ქართველი მხატვრების, თენგიზ მირზაშვილისა და გოგი კვერნაძის ნამუშევრები.[2]
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 2009 — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა გიორგის ოქროს ორდენი
- 1998 — ღირსების ორდენი
- 1996 — თბილისის საპატიო მოქალაქე
- 1985 — შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
- 1981 — ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია
- 1979 — საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბიძინა კვერნაძე Imdb.com-ზე
- ბიძინა კვერნაძე — ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ბიძინა კვერნაძე: უნდა გამოკენკო სამყაროდან შენი მუსიკა…
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ქართველ კომპოზიტორი ბიძინა კვერნაძე გარდაიცვალა
- ↑ ეთერ წეროძე (2021). ბიძინა კვერნაძე. თბილისი: ბერიკა, გვ. 275.