ნიკოლოზ კანდელაკი (მოქანდაკე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კანდელაკი.

ნიკოლოზ პორფილეს ძე კანდელაკი (დ. 18 ნოემბერი, 1889, კულაში, ქუთაისის მაზრა — გ. 24 აგვისტო, 1970, თბილისი) — ქართველი მოქანდაკე, საქართველოს სსრ-ის სახალხო მხატვარი (1957), პროფესორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და გახდა პეტერბურგის ფსიქონევროლოგიური ინსტიტუტის სტუდენტი. პარალელურად, დავით კაკაბაძესთან ერთად, მეცადინეობდა ლ. დიმიტრიევ-კავკაზსკის სტუდიაში. თანდატან ჰობი სერიოზულ საქმედ ექცა, მაგრამ პირველი მსოფლიო ომის დაწყების გამო იძულებული გახდა დაბრუნებულიყო სამშობლოში. აქ იგი იწყებს ფიგურების ძერწვას. მისმა ერთ-ერთმა ნამუშევარმა (მამაკაცის პორტრეტი) ქართველი შემოქმედებითი იტელიგენციის ინტერესი გამოიწვია. სპეციალურმა სახელმწიფო კომისიამ აღძრა შუამდგომლობა მთავრობის წინაშე და ნიჭიერი თვითნასწავლი მოქანდაკე პეტერბურგს მიავლინეს სამხატვრო აკადემიაში სასწავლებლად. აქ იგი მოხდდა ცნობილი ფრანგი მოქანდაკის ა. მაიოლის მოწაფე ა. მატვეევთან.

ნიკოლოზ კანდელაკმა წარჩინებით დაამთავრა აკადემია და 1926 წელს სამშობლოში დაბრუნდა. აქ იგი მიიწვიეს სამხატვრო აკადემიაში სადაც სიცოცხლის ბოლომდე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. მისი აღზრდილია მოქანდაკეთა ნიჭიერითაობა როგოერბიც იყვნენ: თ. აბაკელია, ვ. თოფურიძე, შ. მიქატაძე, ე. ამაშუკელი, მ. ბერძენიშვილი, გ. ოჩიაური, გ. ფირცხალავა და მრავალი სხვა. ნ. კანდელაკი გამოირჩეოდა ძირითადად პორტრეტული ქანდაკებების შექმნით. მან შექმნა ფართოდ ცნობილი პორტრეტული ქანდაკებების მტელი გალერეა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ნ. კანდელაკის დამსახურება ქართული მონუმენტური პლასტიკის ჩამოყალიბება-განვითარების საქმეში.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 364-365.
  • ბაბუნაშვილი ზ., ნოზაძე თ., „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 204, თბ., 1994
  • შანიძე ლ., „ქართული საბჭოთა ქანდაკება“, თბილისი, 1975
  • კვასხვაძე შ. „ნიკოლოზ კანდელაკი“, თბილისი, 1961

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]