სოფრომ მგალობლიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მგალობლიშვილი.
სოფრომ მგალობლიშვილი
Sophrom Mgaloblishvili.jpg
დაბ. თარიღი 20 ივლისი 1851(1851-07-20)
დაბ. ადგილი დირბი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 30 ნოემბერი 1925(1925-11-30) (74 წელი)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
Flag of Georgia (1918-1921).svg საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
Flag of the Soviet Union (1936-1955).svg სსრკ
ალმა-მატერი გორის სასულიერო სასწავლებელი და თბილისის სასულიერო სემინარია

სოფრომ ზაქარიას ძე მგალობლიშვილი (დ. 20 ივლისი, 1851, დირბი, ახლანდელი ქარელის მუნიციპალიტეტი — გ. 30 ნოემბერი, 1925, თბილისი) — ქართველი მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა ჯერ გორის სასულიერო სასწავლებელი, შემდეგ, 1873 წელს თბილისის სასულიერო სემინარია, დაბრუნდა მშობლიურ ქალაქში სადაც მუშაობდა რუსული და ქართული ენების მასწავლებლად. გარდა პედაგოგიური საქმიანობისა, სოფრომ მგალობლიშვილი გორში ეწეოდა ფართო საზოგადოებრივ-რევოლუციურ მოღვაწეობას. სემინარიის კედლებშივე გაიტაცა იგი ანტიმონარქიულმა განწყობილებამ. ახალგაზრდა პედაგოგი და მოწინავე იდეების მქადაგებელი გორის რაიონის დაბა-სოფლებში მართავდა წარმოდგენებს. ავრცელებდა არძალულ ლიტერატურას, რისთვისაც იგი ორჯერ დააპატიმრეს. შემდეგ სოფრომ მგალობლიშვილი ფოთშია, სადაც ერთხანს მუშაობდა საეპარქიო სამმართველოში, ხოლო 1897 წელს გადმოდის თბილისში და იწყებს სამსახურს სინოდის კანტორაში. 1910 წელს დაითხოვეს სინოდიდან და ამის შემდეგ იგი მთლიანად ებმება საზოგადოებრივ საქმიანობაში, აქტიურად თანამშრომლობს ჟურნალ-გაზეთებში.

მწერლობა სოფრომმა ჯერ კიდევ სემინარიაში დაიწყო. თანამშრომლობდა „დროებასა“ და „მნათობში“, სადაც ბეჭდავდა როგორც ორიგინალურ ნაწარმოებებს, ასევე თარგმნებსაც. მკითხველმა გულთბილად მიიღო მისმიერ ნათარგმნი ფრ. შილერის „ორლეანელი ქალი“. ამის შემდეგ იგი სისტემატურად აქვეყნებდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში საინტერესო მოთხრობებსა და მწვავე პუბლიცისტურ წერილებს. მისმა შესანიშნავმა მოთხრობებმა „დედა მაია“, „ღამის მეხრე ცეცო“, „წითელი სარჩული“, „ჯორ-ზაქარია“, „ყაყიტას ქურდები“ და ბევრმა სხვამ, სამუდამოდ დაიმკვიდრეს საპატიო ადგილი ქართულ ლიტერატურაში.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, თბ., 1994