შინაარსზე გადასვლა

სალომე ყანჩელი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ყანჩელი.
სალომე ყანჩელი
დაბადების სახელი სალომე ყანჩელი
დაბადების თარიღი 14 მაისი, 1921
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 11 დეკემბერი, 1985 (64 წლის)
საქმიანობა მსახიობი
მეუღლე(ები) 1) გიორგი ტოვსტონოგოვი, 2) ოთარ ლითანიშვილი

სალომე ალექსანდრეს ასული ყანჩელი (დ. 14 მაისი, 1921, თბილისი — გ. 11 დეკემბერი, 1985, იქვე) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1967).

დაიბადა მწერლისა და საზოგადო მოღვაწის სანდრო ყანჩელის ოჯახში[1]. ბავშვობიდანვე ეზიარა ხელოვნების სიყვარულს. თბილისის თეატრალური ინსტიტუტის დამთავრებისთანავე მიიწვიეს საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტში მსახიობად. 1946–1948 წლებში მარჯანიშვილის თეატრშია, ხოლო 1948–1956 წლებში კი სოხუმის ქართული თეატრის დასში მოღვაწეობს. აქ შეასრულა მან ისეთი როლები როგორიცაა: ცაბუ (შალვა დადიანის „ნაპერწკლიდან“), ესმა (გიორგი წერეთლის „პირველი ნაბიჯი“), ძიძია (ალექსანდრე ყაზბეგის „ხევისბერი გოჩა“), მარანდოლინა (კარლო გოლდონის „სასტუმროს დიასახლისი“) და სხვა.

1956 წლიდან სალომე ყანჩელი კვლავ რუსთაველის სახელობის თეატრშია, ამჯერად სიცოცხლის ბოლომდე. აქ ახალი ძალით გაიელვა მისმა ხალასმა ნიჭმა, მაღალმა სცენურმა ოსტატობამ, სინატიფემ და ქალურმა მშვენებამ. მსახიობმა დიდი ოსტატობით განასახიერა მკვეთრად განსხვავებული სცენური სახეები: ივლიტე — კიტა ბუაჩიძის „ამბავი სიყვარულისა“, მზეთუნახავი — გიორგი ნახუცრიშვილის „ჭინჭრაქა“, ბაბალე — მერაბ ელიოზიშვილის „ბებერი მეზურნეები“, ხანუმა — ავქსენტი ცაგარელის „ხანუმა“, ბერნარდა — ფედერიკო გარსია ლორკას „ბერნარდა ალბას სახლი“, ნოდარ წულეისკირის „თუთარჩელა“ და სხვა.

სალომე ყანჩელი გამოირჩეოდა დიდი არტისტული ხიბლით, პლასტიკით, იუმორით, რომლის არსში წვდომის საოცარი უნარით. მანვე მეტად დასამახსოვრებელი სახეები შექმნა ქართულ კინოსა და სატელევიზიო დადგმებში.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ორჯერ იყო დაქორწინებული:

ჯილდოები და აღიარება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 353, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]