ნინიკო ჩხეიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნინო ჩხეიძე.
ნინიკო ჩხეიძე
დაბ. თარიღი 19 მარტი, 1919
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
გარდ. თარიღი 2 ივლისი, 2018 (99 წლის)
თბილისი, საქართველო
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქმიანობა მსახიობი
ჯილდოები
საქართველოს ღირსების ორდენი

ნინიკო (ნინო) ჩხეიძე (დ. 19 მარტი, 1919 — გ. 2 ივლისი, 2018, თბილისი) — ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1990), ღირსების ორდენის კავალერი (2000).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნინიკო ჩხეიძე დაიბადა 1919 წლის 19 მარტს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1943 წლიდან კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობია. იგი განსაკუთრებულად კარგად ასრულებდა ეპიზოდურ როლებს. მას ნათამაშები აქ 150-ამდე როლი, აქედან ყველაზე ცნობილია: „ეზოში ავი ძაღლია“, „რომეო და ჯულიეტა“, „კაცია-ადამიანი?!?!“, „ბუტიაობა“, და სხვა. მას ნათამაშები აქვს ისეთ ფილმებშიც როგორებიცაა: „მაგდანას ლურჯა“, „დათა თუთაშხია“, „მე ვხედავ მზეს“ და სხვა. 1998 წელს დაწერა ბიოგრაფიული წიგნი — „უშანგი“, რომელიც მის ძმას უშანგი ჩხეიძეს მიუძღვნა. 1990 წელს მიიღო საქართველოს სახალხო არტისტის წოდება, 2000 წელს კი ღირსების ორდენი.

ნინიკო ჩხეიძის საფლავი დიდუბის პანთეონში

გარდაიცვალა 2018 წლის 2 ივლისს თბილისში, 99 წლის ასაკში. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]