სიმონ ჯანაშია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბერძენიშვილი.

სიმონ ჯანაშია

დაბადების თარიღი 26 (13) ივლისი, 1900
დაბადების ადგილი სოფ. მაკვანეთი, ახლანდელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
გარდაცვალების თარიღი 5 ნოემბერი, 1947
გარდაცვალების ადგილი თბილისი
მოქალაქეობა საქართველო
მამა ნიკოლოზ (ნიკო) ჯანაშია
დედა ელენე მუჯირი
მეუღლე მართა მაჩაბელი
შვილები რუსუდან ჯანაშია, ნიკოლოზ (ლაშა) ჯანაშია

სიმონ ჯანაშია (დ. 26 (13) ივლისი, 1900, მაკვანეთი, ახლანდელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი — გ. 5 ნოემბერი, 1947, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელთაგანი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

დაიბადა 1900 წელს სოფელ მაკვანეთში (გურიის მხარე). მამამისი, ნიკოლოზ ჯანაშია (1872-1918), ასევე ცნობილი ქართულის მასწავლებელი, ეთნოგრაფი და საზოგადო მოღვაწე იყო. 1922 წელს სიმონ ჯანაშიამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა. 1924-1947 წლებში ამავე უნივერსიტეტის ლექტორი, შემდეგ ასოცირებული პროფესორი და ბოლოს პროფესორი იყო.

1941 წელს ერთ-ერთი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დამფუძნებელთაგადნ, 1941-47 წლებში ამ აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი და ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი. 1943 წელს არჩეულ იქნა სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად.

ჯანაშიას სამეცნიერო მოღვაწეობის მთავარი სფერო იყო ქართველი ხალხისა და სხვა იბერიულ-კავკასიური ხალხების ეთნოგენეზისი; საქართველოსა და კავკასიაში ფეოდალიზმის დაფუძნება, ძველი საქართველოს ისტორია, არქეოლოგია, კოლხეთისა და იბერიის სამეფოების ისტორია, ქრისტიანობის ისტორია საქართველოში და მისთ. მას ეკუთვნის 100-ზე მეტი სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომი (მათ შორის 10 მონოგრაფია). 1949-1968 წლებში თბილისში გამოიცა ჯანაშიას ნაშრომთა კრებული ოთხ ტომად.

1940-იან წლებში ჯანაშია ერთ-ერთი ორგანიზატორთაგანი იყო მცხეთასა და არმაზში არქეოლოგიური გათხრების.

გარდაიცვალა 1947 წელს თბილისში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]