ლესალე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ლესალე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
თემი ჯგალი
კოორდინატები 42°39′30″ ჩ. გ. 42°06′30″ ა. გ. / 42.65833° ჩ. გ. 42.10833° ა. გ. / 42.65833; 42.10833
ცენტრის სიმაღლე 250
მოსახლეობა 169[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ლესალე — საქართველო
ლესალე
ლესალე — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ლესალე

ლესალესოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ჯგალის თემში (სოფლები: ლეთკანთი, ლეკაკულე, ლესალე, ლეხარჩილე, ჯგალი).[2] მდებარეობს ოდიშის ვაკეზე, მდინარე ჭანისწყლის (ხობისწყლის მარცხენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 250 მეტრზე, წალენჯიხიდან დაშორებულია 8 კილომეტრით, ზუგდიდიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 30 კმ-ით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრე ლესალე სოფელ ჯგალის ერთ-ერთი უბანი იყო. შემორჩენილია XV-XVI საუკუნეების ციხე-დარბაზის ნანგრევები, რომელიც შესაძლოა 1616-1621 წლების ერთ საბუთში მოხსენიებული ჯგალის ციხე იყოს. ჯგალის ციხის მართვა-გამგეობა ქოჩაკიძეთა გარს ჰქონდა ჩაბარებული. 2009 წელს ციხის აღმოსავლეთით, ბორცვზე შემთხვევით აღმოჩნდა დიდი რაოდენობით ბრინჯაოს სხვადასხვა ნივთი: საბრძოლო იარაღი, სამკაულები და ნახევრადძვირფასი ქვების მძივები, რომელბიც ძვ. წ. VI-III საუკუნიდან ახ. წ. II საუკუნით თარიღდება. 2014 წლიდან მიმდინარეობს დაზვერვითი არქეოლოგიური სამუშაოები.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 169 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 226 105 121
2014[1] 169 81 88

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 199.
  • ლაზიკის ისტორიული გეოგრაფიიდან: (ლესალეს ციხე) / ვახტანგ ჯაფარიძე // სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები / სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. - თბილისი, 2013-2014. - ISSN 1987-6998. - [ტ.] XI. - გვ. 469-478.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. 2.0 2.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II