დუნაის დელტა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დუნაის დელტა*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Danube delta Landsat 2000.jpeg
თანამგზავრული ფოტო
ქვეყანა რუმინეთის დროშა რუმინეთი
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები x,xi,xii
სია იუნესკოს სია
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 45°05′00″ ჩ. გ. 29°30′00″ ა. გ. / 45.08333° ჩ. გ. 29.50000° ა. გ. / 45.08333; 29.50000
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1991  (მე-15 სესია)
ნომერი 588
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 588
რუს.ინგლ.ფრ.

დუნაის დელტა (რუმ. Delta Dunării, უკრ. Дельта Дунаю) — მეორე უდიდესი სამდინარო დელტა ევროპაში, ვოლგის დელტის შემდეგ. დელტის უდიდესი ნაწილი რუმინეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, ხოლო ჩრდილოეთის პატარა ნაწილი უკრაინის ტერიტორიაზე. მთლიანი ფართობი დაახლოებით 4152 კმ²-ია, სადანაც 3446 კმ² რუმინეთში მდებარეობს. თუ დელტის შემადგენლობაში მოვისაზრებთ რაზიმ-სინოეს ლაგუნას, მაშინ მისი ფართობი 5165 კმ²-მდე გაიზრდება.

დელტამ ფორმირება ძვ. წ. დაახლოებით 4 000 წლისთვის დაიწყო შავი ზღვის ყურეში, როდესაც ზღვის დონემ აიწია და დღეს არსებულს მიაღწია. ამჟამად დუნაის დელტა ალუვიურ ვაკეს წარმოადგენს, რომელიც ძირითადად წყლითა და ვეთლენდებითაა დაფარული. მოიცავს მრავალ ჩახლართულ ჭაობს, არხებს, ნაკადულსა და ტბას. საშუალო სიმაღლე 0.52 მ-ია, მაგრამ ტერიტორიის 20% ზღვის დონის დაბლა მდებარეობს.

1938 წელს, რუმინეთმა დუნაის დელტა დაცულ ტერიტორიად გამოაცხადა, ხოლო 1991 წელს იგი იუნესკომ შეიტანა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: