ბიუკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბიუკი
Lilla fromszeleta1.jpg
ბიუკი
ადგილმდებარეობა
კონტინენტი ევროპა
ქვეყანა უნგრეთის დროშა უნგრეთი
კოორდინატები 48°05′ ჩ. გ. 20°30′ ა. გ. / 48.083° ჩ. გ. 20.500° ა. გ. / 48.083; 20.500
გეოგრაფია
მთათა სისტემა დასავლეთი კარპატები
უმაღლესი წერტილი იშტალოშკე
სიმაღლე 959 
გეოლოგია
რელიეფის ფორმები კარსტული
ამგებელი ქანები კირქვა

ბიუკი (უნგრ. Bükk) — მთის მასივი დასავლეთ კარპატებში, ჩრდილოეთ უნგრეთში. სიმაღლე 959 მ (მთა იშტალოშკე). ჩრდილოეთ-დასავლეთი ნაწილი უმეტესწილად აგებულია კირქვებით, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთი მონაკვეთი დაყოფილია ნასხლეტებად, რომელზედაც პლიოცენში ანდეზიტური ლავების ამონთხევა მიმდინარეობდა. ფართოდ არის განვითარებული რელიეფის კარსტული ფორმები. ბიუკი ინტენსიურად არის დანაწევრებული მდინარეების შაიოსა და ტისის შენაკადების ხეობებით. კალთების ქვედა ნაწილში ბაღები და ვენახებია, უფრო მაღლა — მუხის და წიფლის ტყეები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ბიუკი&oldid=2677503“-დან