ტრაქიტი
ტრაქიტი (ბერძ. trachуs – მქისე, ხორკლიანი) — კაინოტიპური ეფუზიური, ჩვეულებრივ, პორფირული ქანი. ვულკანურ მინაში ჩართული პორფირული გამონაყოფები და მიკროლითები, ჩვეულებრივ, წარმოადგენს სანიდინს, ნაკლები რაოდენობით — საშუალო და მჟავა პლაგიოლაზს, ბიოტიტს, პიროქსენს ან ამფიბოლს. ტრაქიტი ვულკანური ამოფრქვევის პროდუქტია. აქვს მონაცრისფრო-თეთრი, ნაცრისფერი, მოვარდისფრო, ან მოყვითალო და მოყავისფრო ფერი. სიმყარე სუსტი აქვს, აქედან გამომდინარე ადვილად ექვემდებარება გამოქარვას.
არსებობს ტრაქიტის შედგენილობის მქონე ვულკანური მინა და პემზა. ტრაქიტი — სიენიტის ეფუზიური ანალოგია. შედარებით იშვიათი ქანია.
ტრაქიტის ადგილმდებარეობა გამოვლინებულია: კავკასიაში, კარპატებში, საფრანგეთში, ჩრდილოეთ იტალიაში, ჩეხეთში, ბელორუსში, ჰავაის კუნძულებზე და სხვ.
გამოიყენება მშენებლობაში, მ.შ. დეკორატიული მიზნებისათვის.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 43, თბ., 1986 წელი.