პოლონეთის ტურიზმი
პოლონეთი გლობალური ტურისტული ბაზრის შემადგენელი ნაწილია, სადაც მუდმივად იზრდება ვიზიტორთა რაოდენობა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქვეყანა ევროკავშირს შეუერთდა. ტურიზმს მნიშვნელოვანი წილი შეაქვს პოლონეთის საერთო ეკონომიკაში. ყველაზე პოპულარული ქალაქებია: კრაკოვი, ვროცლავი, გდანსკი, ვარაშავა, პოზნანი, ლუბლინი, ტორუნი და გერმანელ ნაცისტთა საკონცენტრაციო ბანაკი ოსვენციმში. საუკეთესო რეკრეაციულ დესტინაციებს შორისაა მაზურის ტბების რაიონი, ბალტიის ზღვის სანაპირო, ტატრის მთები, სუდეტები და ბელოვეჟის ტევრი. პოლონეთის მთავარი ტურისტული შემოთავაზებაა ღირსშესანიშნავი ადგილების დათვალიერება ქალაქებში და მათ მიღმა არსებულ ისტორიულ მონუმენტებთან, ბიზნეს-ტურები, კვალიფიცირებული ტურიზმი, აგროტურიზმი, მთაში ხეტიალი, მთაზე ცოცვა და ა. შ. უცხოელი ტურისტების რაოდენობის თვალსაზრისით, პოლონეთი მე-14 ყველაზე მონახულებადი ქვეყანაა.
გალერეა [რედაქტირება]
-
მდინარე დუნაეცის ხეობა
-
ავგუსტოვის არხი ქალაქ ავგუსტოვში
-
პლაჟები გდანსკის უბესთან
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
|
|||||||||||