ტრანსილვანია
ტრანსილვანია (ლათ. Transilvania „ტყეეთი“, რუმ. Ardeal არდეალი, გერმ. Siebenbürgen „შვიდქალაქეთი“, უნგრ. Erdély) — უნგრეთისა და რუმინეთის ისტორიული მხარე რუმინეთის ჩრდილო-დასავლეთით. მხარის ჩრდილოეთში — ჩრდილოეთი ტრანსილვანიაა, რომელიც ცნობილია, როგორც ადგილობრივი აღმოსავლეთ-რომანული მოსახლეობის მადიარიცაზიისა და უნგრეთის ინტენსიური კოლონიზაციის რეგიონი.
ჩრდილოეთი ტრანსილვანია ეთნიკურად უფრო ერთფეროვანია, ამიტომაც, პირველი და მეორე მსოფლიო ომებს შორის ამ რეგიონმა საკმაო კონფლიქტური პოტენციალი დააგროვა.
ისტორია [რედაქტირება]
X საუკუნეში დამოუკიდებელი სათავადოა.
XI-XII საუკუნეებში ტრანსილვანიას უნგრელები იპყრობენ.
XVI საუკუნეში ყალიბდება ტრანსილვანიის სათვადო, რომელიც თურქეთის სულთნის სუვერენიტეტს სცნობს, თუმცა, მას არ ემორჩილება. XVII საუკუნეში იპყობს ჰაბსბურგების იმპერია.
ავსტრია-უნგრეთის მონარქიის შექმნის შემდეგ ტრანსილვანია უნგრეთის სამეფოს შემადგენლობაში შევიდა.
პირველ მსოფლიო ომში რუმინეთის ჩართვის ერთ-ერთი პირობა ტრანსილვანიის რუმინეთისთვის მიერთება იყო. ომის დასრულების შემდეგ ტრანსილვანია მიუერთდა კიდეც რუმინეთს.
1940 წლის ვენის არბიტრაჟის გადაწყვეტილებით, რუმინეთმა უნგრეთს ჩრდილოეთი ტრანსილვანია გადასცა, თვითონ კი სამხრეთი ტრანსილვანია დაიტოვა.
1947 წლის სამშვიდობო მოლაპარაკების შემდეგ, ვენის 1940 წლის დიქტატი გაუქმებულია და ჩრდილოეთი ტრანსილვანიაც რუმინეთს უერთდება.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- RTI Radio - Radio Transsylvania International
- Tolerant Transylvania - Why Transylvania will not become another Kosovo, Katherine Lovatt, in Central Europe Review, Vol 1, No 14 27 September 1999.
- The History Of Transylvania And The Transylvanian Saxons by Dr. Konrad Gündisch, Oldenburg, Germany
- (გერმანული) Historical Literature about Transilvania and Neighbouring Territories by Klaus Popa, Germany
- Transylvania, its Products and its People, by Charles Boner, 1865
- (უნგრული) Transylvanian Family History Database