ჟრუნი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ჟრუნი | ||
|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||
|
||
| ლათინური სახელი | ||
| Tetrastes bonasia | ||
| დაცვის სტატუსი | ||
|
|
ჟრუნი (Tetrastes bonasia) — ფრინველი ქათმისნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 35-37 სმ, მასა 350-500 გრამს აღწევს. გავრცელებულია ევროპასა და აზიაში. ყოფილ სსრკ-ის ტერიტორიაზე ბინადრობს ტყის ზონაში კარპატებიდან სახალინამდე (კავკასიისა და კამჩატკის გარდა). მობინადრე ფრინველია. ჟრუნები ცხოვრობენ წყვილებად. საკვების ძებნაში მოკლე მანძილზე ნომადობენ. ბუდეს მიწაზე იკეთებენ. დედალი დებს 6-10 კვერცხს. იკვებებიან მცენარეთა მწვანე ნაწილებით — კვირტებით, ყლორტებით, კენკრით, თესლებით, უფრო იშვიათად — მწერებით. ზამთარში ჟრუნი ღამეს თოვლში ათევს. სარეწაო ფრინველია.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ჟორდანია რ., ქსე, ტ. 8, გვ. 257, თბ., 1984