მთის არწივი

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მთის არწივი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ფრინველები
რიგი: შავარდნისნაირნი
ოჯახი: Accipitridae
სახეობა: მთის არწივი
ლათინური სახელი
Aquila chrysaetus
არეალი
Aquila chrysaetos dis.PNG

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


მთის არწივი (Aquila chrysaetus), ფრინველი შავარდნისნაირთა რიგისა. ბინადრობს ევრაზიის, ჩრდილოეთ აფრიკისა და ჩრდილოეთ ამერიკის ტყის ზონასა და მთიანეთში. სიგრძე 95 სმ. ფრთების შლილი 2 მ-მდე. ბუდობს ხეებსა და კლდეებზე, დედალი დებს 12 კვერცხს. მთის არწივები ქმნიან მუდმივ წყვილებს, კონსერვატიზმს იჩენენ ბუდის მიმართ, რომელიც ზოგჯერ გიგანტურ ზომას აღწევს. იკვებებიან მღრღნელებით, ლეშით, კურდღლებით, ფრინველებით, ამფიბიებით, ქვეწარმავლებით, მწერებით. შუა აზიაში მთის არწივის მართვეს წრთვნიან და იყენებენ მელიებზე, კურდღლებზე და სხვა ცხოველებზე სანადიროდ. საქართველოში გვხვდება მთის არწივის ქვესახეობა - სამხრეთევროპული მთის არწივი — Aquila chrysaetus fulvus.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ჟორდანია რ., საქართველოს იშვიათი ფრინველები, თბ., 1979;
  • ჟორდანია რ., ქსე, ტ. 6, გვ. 671, თბ., 1983
პირადი ხელსაწყოები